როგორ ვიკვებოთ სწრაფად და ჯანსაღად?
10 მაისი, 2015
როგორ ვიკვებოთ სწრაფად და ჯანსაღად? ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
როგორ ვიკვებოთ სწრაფად ისე, რომ ჯანმრთელობა არ დავიზიანოთ?

თანამედროვე ადამიანის ცხოვრების რიტმი იმდენად აჩქარებულია, რომ ხანდახან სრულიად შეუძლებელია დრო სათანადოდ შერჩეული კვების პროდუქტებით დახუნძლული მენიუს მისართმევად გამოვყოთ. ამიტომ თანამედროვე ადამიანმა გამოსავალი სწრაფი კვების ობიექტებში ჰპოვა.

სწრაფი კვების მოყვარულნი ჯერ კიდევ ძველი რომაელები ყოფილან, ისინი ხშირად სტუმრობდნენ ბაზრებს, სადაც მიირთმევდნენ კვერებს ყველით, მწვანილით ან ხორცით, რომლებსაც გადასხმული ჰქონდა ზეითუნის ზეთი. ასევე ზეითუნის ზეთით დასველებულ ცომის ფირფიტებს.

მადისამღძვრელი შეფუთვა, ნაკლები დრო და ხელმისაწვდომი ფასი, სწორედ ეს ის ფაქტორებია, რომლის გათვალისწინებითაც ხდება სწრაფი კვების პროდუქტების შერჩევა. მიუხედავად მავნებლობაზე არსებული ინფორმაციისა, ზოგიერთ მათგანს ცდუნებასთან გამკლავება უჭირს.

დღევანდელი ჩვენი გადაცემის მიზანს არ წარმოადგეს სწრაფი კვების პროდუქტების სრული დისკრიმინაცია, უფრო მეტიც, მიგვაჩნია, რომ მას ბევრი დადებითი მხარეც გააჩნია, ერთ-ერთი და მთავარი ისედაც აჩქარებული ცხოვრების რიტმზე ჯანსაღად ფეხის აყოლაა. ჩვენ გვსურს აღნიშნული გადაცემით გაგიწიოთ რეკომენდაციაბი, თუ როგორ არის შესაძლებელი ვიკვებოთ სწრაფად და ამავე დროს ჯანსაღად.

გვისმინეთ ხვალ საღამოს, 21 საათზე.

გადაცემაზე მუშაობდნენ: მირანდა შეყრილაძე, ნინი ჯავახიშვილი, ნინი ლომაშვილი. ახალგაზრდა ჟურნალისტების ჯგუფს მეგი ესებუა ხელმძღვანელობს. თქვენთვის სასიამოვნო მუსიკის შერჩევაზე კი, როგორც ყოველთვის, დათა ბარათაშვილი ზრუნავს.


ONLINE RADIO - LIVE






Carpet Cleaning Calgary