ასტროლოგიის როლი ადამიანის ცხოვრებაში
13 მაისი, 2015
ასტროლოგიის როლი ადამიანის ცხოვრებაში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ხუთშაბათს, 14 მაისს, საღამოს 9 საათზე ონლაინ რადიო ,,ახალგაზრდული თავისუფლების” ეთერში წარმოგიდგენთ დღის მთავარ თემას ,,ასტროლოგიის როლი ადამიანის ცხოვრებაში“.

ასტროლოგიას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. თალეს მილეთელი, პითაგორა, პლატონი, ევკლიდე, ჰიპოკრატე, ჰიპარქე, პოსიდონიუსი, მარკუს მანილიუსი, პლოტინუსი (პლოტინე) ეს იმ ფილოსოფოსთა არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც ზოგადად ასტროლოგიას როგორ მეცნიერების და შემდგომში პარამეცნიერების საფუძველს უყრიდნენ და ასაზრდოვებდნენ. ასტროლოგიის, როგორც მეცნიერების კერად შესაძლოა ეგვიპტე მივიჩნიოთ, რადგან სწორედ ეგვიპტეში იღებდნენ საჭირო ასტროლოგიურ განათლებას ასტროლოგიით დაინტერესებული პირები.

დღევნადელი გადაცემით გვინდა თქვენი ყურადღება ნატალურ ასტროლოგიაზე შევაჩეროთ.

ვერძი, კურო, ტყუპები, კიბო, ლომი, ქალწული, სასწორი, მორიელი, მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული, თევზები ეს ის თორმეტი ასტროლოგიური ნიშანია, რომელიც ასტროლოგთა აზრით თითოეული ადამინის ცხოვრების სტილს, ხასიათსა და მომავალსაც კი განსაზღვრავს.. ასტროლოგია მუდმივად სწავლობს თორმეთივე ნიშნის ხასიათს როგორც 12 თვის განმავლობაში, ასევე ინდივიდუალური კალენდრის შედგენის მეშვეობით.

აღნიშნულ თემაზე არსებულ კითხვებზე პასუხის გასაცემად ვესაუბრეთ თბილისის სამედიცინო აკადემიის პროფესორს, ასტროლოგ მიხეილ ცაგარელს. გადაცემის ბოლოს კი შემოგთავაზებთ მის რეკომენდაციებს ასტროლოგიის ნიშნებისათვის.

გვისმინეთ ხვალ საღამოს, 21 საათზე.

გადაცემაზე მუშაობდნენ: მირანდა შეყრილაძე, ნინი ლომაშვილი, ნინი ჯავახიშვილი. ახალგაზრდა ჟურნალისტების ჯგუფს მეგი ესებუა ხელმძღვანელობს. თქვენთვის სასიამოვნო მუსიკის შერჩევაზე კი, როგორც ყოველთვის, დათა ბარათაშვილი ზრუნავს.

ONLINE RADIO - LIVE






Carpet Cleaning Calgary