ცხოვრების უმოძრაო წესი - გვაქვს თუ არა არჩევანი?
17 მაისი, 2015
ცხოვრების უმოძრაო წესი - გვაქვს თუ არა არჩევანი? ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
გადაცემაში ვისაუბრეთ ცხოვრების უმოძრაო წესსა და ფიზიკური დატვირთვის მნიშვნელობაზე.
ვთანხმდებით, რომ ტექნოლოგიურმა პროგრესმა ჩვენი ცხოვრება გაამარტივა და სახლიდან გაუსვლელად ისეთი ოპერაციების განხორციელება შეგვიძლია, რაც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენლად მოგვეჩვენებოდა. მაგრამ ყველაფერს აქვს მეორე მხარე. თუ დავფიქრებულვართ, გრძელვადიან პერსპექტივაში რა საფრთხეებს მოიაზრებს ის, რომ ჩვენ ან სახლიდან ვმუშაობთ, ან ოფისიდან არ გამოვდივართ, უკეთეს შემთხვევაში შაბათი დღის ჩათვლით, ვსარგებლობთ სახლში მიტანის სერვისებით, თითქმის ყველგან მანქანით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდივართ, ახალი სამოსის შესაძენად ინტერნეტ მაღაზიებს მივმართავთ. საღამოს განტვირთვისთვის ეკრანებთან ვსხდებით.

ამ ყველაფრის პარალელურად, უმოძრაო ცხოვრების წესით გამოწვეული დაავადებებისთვის ჩვენს ორგანიზმში კარგ ნიადაგს ვამზადებთ.

ადამიანის ფიზიკური აქტიურობა ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში იწყება. თუმცა, რა ხდება ჩვენს საბავშვო ბაღებში, აღმზრდელს მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის შიშით, აღსაზრდელი ეზოში ვერ გამოჰყავს და გადაწყვეტს, რომ ბავშვის დაძინება გამოსავალია. საწოლების არასაკმარისი რაოდენობის გამო, სკამზე ძილი ხერხემალზე პირველ დარტყმას ნიშნავს.
დავინტერესდით, საჯარო სკოლებში, ფიზკულტურის გაკვეთილზე, მოსწავლეები რა აქტივობებით არიან დაკავებული. გამოკითხულთა ნაწილმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს, ნაწილი კი, ძირითადად, ფეხბურთს თამაშობს.

გვისმინეთ ხვალ, 21 საათზე.

გადაცემაზე მუშაობდნენ: მაკო დარსალია, ელენა სამბელაშვილი, ანა ლიპარტია, ნინო შალამბერიძე. თქვენთვის სასიამოვნო მუსიკის შერჩევაზე კი, როგორც ყოველთვის, დათა ბარათაშვილი ზრუნავს.


ONLINE RADIO - LIVE








Carpet Cleaning Calgary