საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისათვის
14 ივნისი, 2015
საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისათვის ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
15 ივნისის საღამოს, 21 საათზე, ონლინ რადიო "ახალგაზრდული თავისუფლების" ეთერში წარმოგიდგენთ დღის მთავარ თემას ,,1+4“ საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისათვის“.
აღნიშნული პროგრამა ხორციელდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მიზნად ისახავს არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის დაწყებამდე ერთწლიან სახელმწიფო ენის შემსწავლელ კურსს, რათა აღნიშნულმა სტუდენტებმა სრულფასოვნად შეძლონ საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელება.

მას შემდეგ, რაც ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლების სისტემის სავალდებულო კომპონენტად იქცა, ეს ფაქტი გარკვეულწილად საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისადმა დისკრიმინაციული აღმოჩნდა, მათ ქართული ენის დაბალ დონეზე ცოდნის გამო უნივერსიტეტებში მოხვედრის თანაბარი შესაძლებლობა არ ქონდათ. ეროვნულ უმცირესობებს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ქართველ აბიტურიენტებთან შედარებით უფრო გამარტივებული ვერსიის ჩაბარების უფლება მიეცათ, რის შედეგადაც ისინი აკრედიტებული უნივერსიტეტების რუსულენოვან სექტორებზე ირიცხებოდნენ. თუმცა, აბიტურიენტები, რომელთაც ქართულენოვან სექტორზე სურდათ სწავლა, ვალდებულნი იყვნენ ქართული ენისა და ლიტერატურის უფრო რთული გამოცდის ჩაებარებინათ.

წლების მატებასთან ერთად, ეროვნული უმცირესობებისათვის უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების წესებიც შეიცვალა, დღესდღეობით არაქართულენოვან აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების ჩაბარება სამ მათთვის სასურველ რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე შეუძლიათ.

ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით საქართველოში 2010 წლიდან ამოქმედდა პროგრამა "1+4" . ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი აბიტურიენტები ამ პროგრამის მეშვეობით მშობლიურ ენაზე უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ 1 წლის განმავლობაში ქართული ენის მოსამზადებელ კურსს გადიან. აღნიშნული კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ, მეორე წელს პირველი კურსიდან აგრძელებენ სწავლას.

გადაცემაში შემოგთავაზებთ ინტერვიუებს თსუ-ს არაქარრთლენოვან სტუდენტებთან, რომლებიც სწავლის პროცეში არსებულ დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრობენ, ასევე საკითხში უკეთ გასარკვევად ჩვენი ჟურნალისტთა ჯგუფი თსუ-ში არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის შექმნილი პროგრამის ,,1+4“-ს მთავარ კოორდინატორს კახა გაბუნიას გაესაუბრნენ.

გვისმინეთ ხვალ საღამოს, 21 საათზე.

გადაცემაზე მუშაობდნენ: მირანდა შეყრილაძე, ნინი ლომაშვილი, ნინი ჯავახიშვილი. ახალგაზრდა ჟურნალისტთა ჯგუფს მეგი ესებუა ხელმძღვანელობს. თქვენთვის სასიამოვნო მუსიკის შერჩევაზე კი, როგორც ყოველთვის, დათა ბარათაშვილი ზრუნავს.

ONLINE RADIO - LIVE






Carpet Cleaning Calgary