პროგრამა საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს გაიღრმავონ ცოდნა, მოიპოვონ ახალი სამეცნიერო კონტაქტები და განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები. სეზონური ზამთრის სკოლა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის შესახებ მონაწილე ახალგაზრდები და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ირინა გოგონაია და შორენა მურუსიძე საუბრობენ.
მოუსმინეთ ჩვენს გადაცემას და გაიგეთ მეტი. გადაცემაზე მუშაობდნენ ჟურნალისტები: ნათია ალავიძე, სოფო ბაქრაძე, ხატია ზურებიანი, ნარიტა ჩხაიძე. რედაქტორი - მეგი ესებუა; ტექნიკური რედაქტორი - დათა ბარათაშვილი.
გვისმინეთ http://tavisupali.ge-ზე