ახალგაზრდული თავისუფლება
ახალგაზრდები და სოფელი
04 ივლისი, 2015
ქართული სოფლების დაცარიელება გრძელდება, ახალგაზრდები სახლ-კარს მხოლოდ ზაფხულობით, დასასვენებლად სტუმრობენ. მოსახლეობა სოფლის დაცარიელების ძირითად მიზეზად სხვადასხვა სოციალურ პრობლემას ასახელებს, მათ შორის ჯანდაცვის ობიექტების არ არსებობას, ასევე, კულტურული ცენტრების გაუმართაობას, სოფლის მეურნეობის პროგრამების, ხშირ შემთხვევაში, არაეფექტურობას, სამუშაო ადგილების სიმცირეს.
საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისათვის
14 ივნისი, 2015
15 ივნისის საღამოს, 21 საათზე, ონლინ რადიო "ახალგაზრდული თავისუფლების" ეთერში წარმოგიდგენთ დღის მთავარ თემას ,,1+4“ საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისათვის“.
სპორტული ტურიზმის სახეობა
10 ივნისი, 2015
თუ თქვენ ლაშქრობა გიყვართ, ეს გადაცემა არ უნდა გამოტოვოთ!
როგორც უკვე მიხვდით, 11ივნისის დღის მთავარი გადაცემის თემაა 'ლაშქრობა.
ლაშქრობა — სპორტული ტურიზმის სახეობაა. მოგზაურის ფეხით მგზავრობას, თავშესაფარისა და სურსათის ზურგით ტარებას, როგორც წესი, ტურისტულ ლაშქრობას უწოდებენ.
უფასო უმაღლესი განათლება სახელმწიფო უნივერსიტეტებში
07 ივნისი, 2015
8 ივნისის დღის მთავარი გადაცემის თემაა უფასო ფაკულტეტები სახელმწიფო უნივერსიტეტებში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით 2013 წლიდან სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ბაკალავრიატის 14 სპეციალობის სრული კურსი უფასო გახდა. დღეს კი ამ ფაკულტეტების რაოდენობა 21-მდე გაიზარდა.
ცხოვრების უმოძრაო წესი - გვაქვს თუ არა არჩევანი?
17 მაისი, 2015
გადაცემაში ვისაუბრეთ ცხოვრების უმოძრაო წესსა და ფიზიკური დატვირთვის მნიშვნელობაზე.
ასტროლოგიის როლი ადამიანის ცხოვრებაში
13 მაისი, 2015
ხუთშაბათს, 14 მაისს, საღამოს 9 საათზე ონლაინ რადიო ,,ახალგაზრდული თავისუფლების” ეთერში წარმოგიდგენთ დღის მთავარ თემას ,,ასტროლოგიის როლი ადამიანის ცხოვრებაში“.
როგორ ვიკვებოთ სწრაფად და ჯანსაღად?
10 მაისი, 2015
როგორ ვიკვებოთ სწრაფად ისე, რომ ჯანმრთელობა არ დავიზიანოთ?

თანამედროვე ადამიანის ცხოვრების რიტმი იმდენად აჩქარებულია, რომ ხანდახან სრულიად შეუძლებელია დრო სათანადოდ შერჩეული კვების პროდუქტებით დახუნძლული მენიუს მისართმევად გამოვყოთ. ამიტომ თანამედროვე ადამიანმა გამოსავალი სწრაფი კვების ობიექტებში ჰპოვა.
ჟურნალისტები კონფლიქტურ რეგიონებში
04 მაისი, 2015
“სანამ გძინავთ, შეიძლება დაგბომბონ, მოგიტაცონ, გაგაუპატიურონ, გცემონ, დაგაპატიმრონ, ან მოგკლან. ასეთია კონფლიქტის გაშუქებაზე მომუშავე ჟურნალისტების ცხოვრება”, - წერს ბრიტანული გამოცემა “ტელეგრაფისთვის” ჟურნალისტი ალექს კრაუფორდი. ჟურნალისტების წყალობით, რომლებიც კონფლიქტის თემაზე მუშაობენ,  საზოგადოება თავადაც ხდება ადგილობრივების ცხოვრებისა და პრობლემების მონაწილე. კონფლიქტურ რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტებმა ყველაზე უკეთ იციან მშვიდობის ფასი. ეს მათი ცხოვრების ის პერიოდია, როდესაც არ აქვთ შეცდომის დაშვების უფლება. ომში ერთი შეცდომა სიცოცხლის ფასია.
სიტყვების ძალა
30 აპრილი, 2015
ლიტერატურა ხელოვნების ერთ-ერთი მოთხოვნადი დარგია. მისი ჟანრებიდან ყველაზე პოპულარული მხატვრული ლიტერატურაა.






Carpet Cleaning Calgary