ახალგაზრდა მხატვრებისათვის რომ თვითრეალიზაცია პრობლემად იქცა, ეს სამხატვრო აკადემიის პროფესურამაც იცის. სტუდენტური საკარიერო სერვიცენტრის მენეჯერი თათა ქარსელაძე შექმნილ მდგომარეობას ასე აღწერს: „არტბაზარი საქართველოში არ არსებობს, ჩვენს ქვეყანაში ხელოვნება არც არავის აინტერესებს და არც არავის სჭირდება. ის პროფესიონალები კი, რომლებისთვისაც ეს პრობლემები დიდიხანია ცნობილია, ხშირად გამოთქვამენ წუხილს იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო პოლიტიკაში კულტურული მიმართულებების წახალისება არ ხდება. ქართული არტბაზარი კი დღეს კონცეპტუალური თვალსაზრისით დაურეგულირებელი ფასები და აღებ-მიცემობის უცნაური პრაქტიკაა“. თათიას თქმით, ასეთი გარემო-პირობები გამოცდილი მხატვრების ადაპტირებისთვისაც კი ხელისშემშლელია.
ამ ყველაფრის ფონზე ხელოვნებათმცოდნესა და სამხატვრო აკადემიის სასწავლო-შემოქმედებითი გამოფენების კურატორის ალექსანდრა მაცაცო გაბუნიას იდეა, შეექმნათ პროექტი სტუდენტების წახალისებისა და ხელშეწყობისათვის, დროული აღმოჩნდა და მსგავსი პროექტი შეიქმნა კიდეც.
სოციალურ ქსელ „Facebook-ში“ მარტივად იპოვით გვერდს სახელით - TSAA Students Art For You, სადაც სტუდენტური ნამუშევრების ონლაინ გაყიდვები ხორციელდება. პროექტის დევიზად - „ეს ხელოვნება შენ მომავალში გაგხდის მდიდარს“ (This Art will make you rich“) და „ჩვენ ვაკეთებთ ნამდვილ ხელოვნებას“ (We make real Art! ) იქცა. ჯერ მხოლოდ ერთი თვეა, რაც ხელმძღვანელებმა სუდენტებთან საკომუნიკაციო პირობები დაამყარეს: სტუდენტი აგზავნის მაქსიმუმ სამი ნამუშევრის ფოტოს და უთითებს ფაკულტეტს, კურსს, საკონტაქტო ტელეფონს, იმეილს, ნამუშევრის სათაურს, მასალას, ზომას, წელს და ფასს. ფასი არ უნდა იყოს მაღალი, მუშაობს პრინციპი - სტუდენტური, დემოკრატიული ფასები. აკადემია მხოლოდ შუამავალია, სტუდენტი ნამუშევარს როგორც შეაფასებს, თანხას იმავე ოდენობით მიიღებს. პროექტის ავტორები მხოლოდ ნამუშევრების შერჩევის პასუხისმგებლობას იღებენ.
სერვისცენტრის მენეჯერის თქმით, სტუდენტური ნამუშევრების შერჩევისას, ცდილობენ, გაითვალისწინონ თანამედროვე მოთხოვნა და ტენდენციები, შესაბამისად, სოციალურ ქსელში ათავსებენ საზოგადოების მოთხოვნის ადეკვატურ ნამუშევრებს. ამის მიზეზად იგი პროექტის პრინციპებს ასახელებს: „ეს არ არის მხოლოდ კომერციული ინტერესის მქონე ბიზნესინიციატივა, ჩვენი მიზანია, შევქმნათ იმ ძირითად კომპონენტთა მაკავშირებელი რგოლი, რომელიც ჩამოაყალიბებს ყიდვა-გაყიდვის ცივილიზებულ სივრცეს, პირობითად, „ონლაინ გალერეას”.
ონლაინ გაყიდვაში ინგა ბატატუნაშვილის რამდენიმე ნამუშევარიცაა განთავსებული. მისი თქმით, ის პირობები, რომლებიც მონაწილეობისთვისაა საჭირო, მისაღები და ძალიან მარტივია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მისი არცერთი ნახატი არ გაყიდულა, მიაჩნია, რომ ეს პროექტი მაინც ეხმარება: „გვერდის საშუალებით ბევრი ადამიანი ნახულობს ჩემს ნამუშევრებს, ასე რომ, არის საკმაოდ დიდი შანსი, ჩემით ვინმე დაინტერესდეს. ეს ინიციატივა მარკეტინგული თვალსაზრისითაც წამახალისებელია სტუდენტებისთვის, რაც ძალიან მომწონს“. ინგა დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში პროექტის მიმართ დაინტერესება გაიზრდება და ძალიან ბევრ სტუდენტს დაეხმარება.
სერვისცენტრის მენეჯერი პროექტის შორეულ მიზნებზეც საუბრობს: „ქართული საზოგადოება და მით უფრო, ბიზნესმენები უნდა მივახვედროთ, რომ თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების ყიდვა ძალიან პრესტიჟულია და ინვესტიციის თვალსაზრისით, მომგებიანიც. ამ ეტაპზე კი ონლაინ გაყიდვა მოქმედების ფართო დიაპაზონს გვანიჭებს, რაც მთავარია, ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ თავისთავად დარეგულირდება ხელოვნების შეფასების კრიტერიუმიც და ბაზარზე მისი რეალური ღირებულებაც. ეს არის ჩვენი შორსმიმართული მიზნები. არტბაზარი ნებისმიერ მომხმარებელს მისივე გემოვნების შესაფერისსა და ამ გემოვნების ეკვივალენტური ღირებულების მქონე პროდუქტს შესთავაზებს“.
პროექტით უკვე დაინტერესდნენ გალერისტები და არტდილერები - იტალიიდან, ემირატებიდან და პოლონეთიდან, რაც პროექტის ხელმძღვანელებს აძლევთ საფუძველს, იფიქრონ, რომ უახლოეს მომავალში, შეიქმნება კიდეც საზოგადოების მოთხოვნის ადეკვატური, მრავალფეროვანი არტბაზარი.