ახალი რუსული გზა „მგზავრებისთვის“
20 სექტემბერი, 2014
ახალი რუსული გზა „მგზავრებისთვის“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ჯგუფი ,,მგზავრების” პროდიუსერი ჯგუფის ისტორიაზე, საქმიანობაზე, ქართველ და უცხოელ მსმენელზე საუბრობს.
,,როცა ადამიანი ნიჭიერია და თვითონვე ქმნის თავისსავე შესასრულებელ კომპოზიციას, მაშინ ყველაფერი უფრო მარტივადაა, ვინაიდან ის გრძნობს პულსაციას, თუ რა სჭირდება ბაზარს, ეს არის ძირითადი კოზირი, რაზეც დგას წარმატების თემატიკა”- ოთარ ედიშერაშვილი.

ჯგუფი ,,მგზავრების” პროდიუსერმა, ოთარ ედიშერაშვილმა, მუსიკას ჯერ კიდევ მაშინ დაუკავშირა ცხოვრება, როცა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, იგი მღეროდა უნივერსიტეტის ტრიოში, კვარტეტსა და შვიდკაცაში, რომელთაც ქალბატონი ციცინო ფალავანდიშვილი, გიგი დედალამაზიშვილის (ჯგუფის სოლისტი) დედა, ხელმძღვანელობდა, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მათი ურთიერთობა გახდა წინაპირობა შემდეგში ,,მგზავრებისა” და ოთარის ერთობლივი მიზნებისა და საქმიანობისა.

ჯგუფ ,,მგზავრებისა” და ოთარ ედიშერაშვილის ტანდემი 5 წლის წინ შედგა გიგი დედალამაზიშვილის ინიციატივით, მას სურდა, რომ კომერციული თვალსაზრისითაც პროგრესულნი ყოფილიყვნენ.

2006 წელს ჯგუფში წევრების რაოდენობა მხოლოდ სამს შეადგენდა, თუმცა, ცოტა ხანში მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა, რაც პროდუსერის აზრით, არც ისე მომგებიანი იყო, კომერციული თვალსაზრისით, ამიტომ მათი რიცხვი ისევ შემცირდა და დღესდღეობით მეგობრული სამზარეულო, როგორც მას ოთარი უწოდებს, მხოლოდ შვიდი წევრისგან შედგება, თუმცა, თუ კონცერტი საქართველოში ტარდება, ჯგუფი კვლავ სრული შემადგენლობით ხვდება მაყურებელს.




ოთარ ედიშერაშვილი საუბრობს ჯგუფის იმ წარმატებაზე, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ხვდათ წილად, მათ არა მხოლოდ ქართველი ერის გულის მოგება მოახერხეს, არამედ სხვა ეთნოსის წარმომადგენლებისაც, ისინი საკმაოდ პოპულარულნი არიან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, განსაკუთრებით უკრაინასა და რუსეთში. იგი აქვე აღნიშნავს იმ განსხვავებასაც, რაც არსებობს ქართველ და უცხოელ მსმენელს შორის, მისი თქმით, რუსებთან, უკრაინელებთან და სხვებთან ურთიერთობა უფრო მარტივი, საინტერესო, საღამო კი უფრო სასიამოვნო, ემოციებით აღსავსე და წარმატებულია: ,,უცხოეთში დაგეგმილი კონცერტი ბევრად დიდხანს გრძელდება, მართალია, ეს ძალიან დამღლელია, თუმცა, საბოლოოდ, იმას ვიღებთ, რაც ჩვენ გვინდა, ხალხის სიყვარულსა და დადებით ემოციას ვგრძნობთ, ჩვენთან კი ძალიან ბევრი უნდა იშრომო იმისათვის, რომ კონცერტის ბოლოს, პიკის ჟამს, ხალხი ან ფეხზე წამოაყენო, ან ბედნიერი სახით შემოგხედოს ან კიდევ ტაში დაგიკრას იმდენი, რამდენიც შენ გჭირდება“.

ჩვენს კითხვაზე რამდენად მართებულად მიაჩნია რუსული აგრესიის პირობებში არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე რუსეთში კონცერტების ჩატარება, პროდიუსერი ფიქრობს, რომ ჯგუფ ,,მგზავრების” რუსეთის ბაზარზე გამოჩენა აუცილებელი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა მათი წარმატება და კარიერული წინსვლა, ვინაიდან, მისი აზრით, ევროპა ჯერ მზად არაა ქართული შემოქმედების გასაცნობად და მისაღებად, იმისათვის, რომ იქ ფეხი მოიკიდო აუცილებელია მსხვილი ბიუჯეტი და პარტნიორი კომპანია, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება სვლა სწორი მარკეტინგული თუ კომერციული კუთხით. „მგზავრები“ გასტროლებს კვლავ გეგმავენ რუსეთსა და უკრაინაში.

ოთარ ედიშერაშვილი ახალგაზრდა ჯგუფებს ურჩევს, რომ აუცილებლად აიყვანონ პროდიუსერი, რომელიც სწორი მარკეტინგული თუ კომერციული გათვლებით დაეხმარება მათ წარმატების მიღწევაში.

„მგზავრების“ პროდიუსერი რამდენიმე კითხვას პირად ურთიერთობებზეც პასუხობს და ამბობს, რომ მას სიყვარულის არ სჯერა, არასდროს უნახავს იდეალური შეყვარებული, არც საკუთარი თავი და არც მის გარშემო მყოფი რომელიმე ადამიანი. არ ყოფილა ქალი, ვისზეც იტყოდა, რომ ცხოვრების ადამიანი იპოვა. ცხოვრებას ფორმულებით უდგება, რომელსაც გარშემომყოფები ან აკმაყოფილებენ, ან საერთოდ ვერ სხდებიან, მიაჩნია, რომ ასე მარტივია ცხოვრება, საკუთარ თავს ნაკლებ ზიანს აყენებს. ახალგაზრდებს კი პარტნიორის შერჩევაში უფრო მეტ ყურადღებასა და დაკვრივებულობას ურჩევს.
სხვა სტატიები
 „რაც უნდა მოხდეს, მაინც დავხატავ...“
19 ოქტომბერი, 2014
“ბავშვობაში მინდოდა, რომ ზოოპარკის მეპატრონე ვყოფილიყავი, ზოოპარკში დამლაგებლად ან ცხოველების მომვლელადაც კი მსურდა მუშაობა, ცხოველები მიყვარდა ძალიან, სწორედ ამიტომ სახლში მქონდა „ზოოპარკი“: რაც კი შინაური ცხოველი არსებობს, მგონი, ყველა მყავდა. მე კიდევ ყოველთვის მინდოდა ცხენი მყოლოდა, ეს ცხოველი განსაკუთრებულად მიყვარდა“.
ხატვა ბავშვობიდან დაიწყო და თავიდან ყველაზე ხშირად სწორედ ცხენებს ხატავდა, ახლა უფრო ხშირად ადამიანებს ხატავს, იზიდავს შიშველი ფიგურა, მაგრამ ბოლო პერიოდში უფრო მეტ ყურადღებასა და დროს რელიგიურ თემებს უთმობს.
ახალგაზრდა კალიგრაფი და ხელით წერის უძველესი ტრადიცია
04 ოქტომბერი, 2014
ახალგაზრდა კალიგრაფი, ხელოვნების მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პედაგოგი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ოთარ მჭედლიშვილი საქართველოში ერთ-ერთია, ვინც ხელით წერის უძველეს ტრადიციას იზიარებს. იგი საკუთარ ნამუშევრებს ხბოს ტყავზე, ეტრატზე, ქმნის, საწერად ლერწმის კალამსა და ბატის ფრთას იყენებს, ხოლო, რაც შეეხება მის მთავარ ნიშას, რაც სხვებისაგან გამოარჩევს, სწორედ რომ საწერი მასალა და გოთიკური სტილია.
ახალი რუსული გზა „მგზავრებისთვის“
20 სექტემბერი, 2014
ჯგუფი ,,მგზავრების” პროდიუსერი ჯგუფის ისტორიაზე, საქმიანობაზე, ქართველ და უცხოელ მსმენელზე საუბრობს.
,,როცა ადამიანი ნიჭიერია და თვითონვე ქმნის თავისსავე შესასრულებელ კომპოზიციას, მაშინ ყველაფერი უფრო მარტივადაა, ვინაიდან ის გრძნობს პულსაციას, თუ რა სჭირდება ბაზარს, ეს არის ძირითადი კოზირი, რაზეც დგას წარმატების თემატიკა”- ოთარ ედიშერაშვილი.
ინგა ბატატუნაშვილის საღებავები, ტილოები და ფუნჯები
12 ივლისი, 2014
შეხვედრა „დელისის“ მეტროსთან დავნიშნეთ. ინგა ბატატუნაშვილი მხატვარია. მეგობარ მხატვარ სოსო ქუმსიაშვილთან ერთად მხვდება. ცოტა ხანში მიხვეულ-მოხვეული გზებით მივიკვლევთ გზას კორპუსებს შორის. „ხომ კარგია, რომ ერთად მოვდივართ, მარტო ვერ მოაგნებდი ამ ადგილს“ - მეუბნება გზადაგზა. კიბეებზე ავდივართ. ოთახებიდან ადამიანები იხედებიან, ინგას ესალმებიან და მოიკითხავენ. უკვე წარმოვიდგინე, როგორია მისი სახელოსნო. ბოქლომს ხსნის, რკინის კარს აღებს და იმწამსვე საღებავების სუნს ვგრძნობ. ნათელი ოთახია სამი კედლის გასწვრივ, პირუკუ ალაგია ნახატები, მეოთხე კედელში ჩასმულ ორ ფანჯარაზე შინდისფერი და მოყვითალო ფარდები გადაწეულია და სინათლე შემოდის. ფანჯრების რაფებზე, ოთახის კუთხეებში, კედლებთან, ფუნჯები, საღებავები და ათასი სხვა ნივთი ალაგია, რომელთა უმეტესობის დანიშნულებას, ალბათ, მხოლოდ მხატვრები თუ მიხვდებიან.

Carpet Cleaning Calgary