16 წლის იყო, როცა „რომეო და ჯულიეტა“ პირველად ნახა. ამის შემდეგ ჯულიეტას როლის შემსრულებელი ოლივია ჰასი მისთვის სილამაზის ეტალონად დარჩა: „ჩემთვის ყველაზე ლამაზი ფილმია. თმას დიდიხანია არ ვიჭრი, რადგან ოლივიას გრძელი თმა ჰქონდა. შესაბამისად, ჩემი საყვარელი პიესაც შექსპირის „რომეო და ჯულიეტაა“.
თავიდან, როგორც ყველა, ისიც თეატრზე მეტად კინოთი იყო გატაცებული: „ახლა ძალიან მრცხვენია მაგის გახსენება. თეატრი რომ გავიცანი, ნელ-ნელა შემოვედი ამ სივრცეში. გავგიჟდი, ისე ძალიან მომეწონა და უკვე ვეღარ წარმომიდგენია, აქ რომ არ ჩამებარებინა, სად უნდა წავსულიყავი. ყველაზე საინტერესო ცხოვრებას დავკარგავდი“.
უნივერსიტეტში სწავლით კმაყოფილია და დილიდან საღამომდე ლექციებზე ყოფნით არ იღლება: „აქ არის ყველაზე სასიამოვნო და სახალისო ლექციები. ვსწავლობთ ცეკვას, ვოკალს, სასცენო მოძრაობას. ყველას ჰგონია, რადგან მსახიობი ხარ, ერთობი. არადა, ძალიან რთულია, ყველაფერი ერთად აითვისო. მაგრამ რაც მთავარია, ამით სიამოვნებას ვიღებ. დილით მოსვლა და მაგალითად, ქართული ცეკვის შესწავლა მეხალისება’’.
ანას აზრით, სამსახიობო მონაცემებთან ერთად, მსახიობისთვის განათლებაც მნიშვნელოვანია: „უნივერსიტეტში თეორიულად სხვადასხვა საგანს ვსწავლობთ, ზოგადად, თეატრის ისტორიას, ანტიკური თეატრის ისტორიას, ფსიქოლოგიას. ეს ყველაფერი თითოეულ სტუდენტს როლის შექმნაში გვეხმარება’’.
„კინოსთან შედარებით, თეატრში საკუთარი თავის გამოხატვის მეტი საშულება გაქვს. სცენაზე რომ გამოდიხარ, იწყებ და ბოლომდე მიგყავს. კინოში კი რაღაცას იტყვი და ‘’სტოპ’’ გესმის. მიყვარს პატარა როლები. დრამატურგი ისე არ დაწერდა ამ პატარა როლებს, რაღაც სათქმელი რომ არ ჰქონდეს“ -ამბობს ანა.
თანამედროვე ქართულ თეატრს ისევ საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე უყურებს: „ყველა რეჟისორს თავისი გემოვნება და ხედვა აქვს. თუ რაღაც ძველი პიესა დადგა, ე.ი. ამით რაღაცის თქმა უნდა. სპექტაკლიდან რომ გამოვდივარ, თუნდაც, არ მომეწონოს, იმაზე ვფიქრობ, რომ მომავალი წინ მაქვს და შეიძლება, მეც ვითამაშო ცუდად. ასევე, რაც უნდა ცუდი სპექტაკლი იყოს, არ არსებობს, რაღაც მაინც არ იყოს მასში ღირებული და საინტერესო, რომლის გამოც მისი ნახვა ღირდა“.
ანას სურვილია, მომავალში მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი იყოს.