წითური... ჰიპური...
22 მარტი, 2014
გალერეა
წითური... ჰიპური... ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თეე, ალბათ, ქუჩაშიც შეგხვედრიათ - წითური... ჰიპური... თეეს თავისი ნიშა აქვს, თავისუფალია. თავისუფალია სახლში, ქუჩაში, ჩემთან... შენთანაც თავისუფალი იქნება. თეონა ელიზარაშვილი თსუ-ს სტუდენტია, მომავალი ჟურნალისტი... თუმცა, ამას თვითონ გადაწყვეტს, რადგან შეძლებით მხოლოდ წერა კი არა, ხატვაც კარგად შეუძლია და ფოტოებსაც საინტერესოს იღებს. თვითონ ფიქრობს, რომ მთავარია, სამყაროს ხედვა და აღქმა შეძლო, ნიჭი კი თავისით მოდის.

გადატვირთული დღეები: სწავლა, საქმე, მეგობრები, წიგნები, თავგადასავლები. დღეს უამრავი რამით ივსებს, ღამეს - სიზმრებით, რომელსაც ქაღალდზე აცოცხლებს: “ჩემი შთაგონება ჩემივე სიზმრებია, ამიტომაცაა, რომ ნახატები უფრო ფანტასტიკის ჟანრშია“.

როგორც ამბობს, თავის ნახატებს სერიოზულად არასოდეს აღიქვამდა. „მეგობრებს მიაჩნიათ, რომ რაღაც ღირებულს ვქმნი, მე პრეტენზია არასდროს მქონია, გარდა ამისა, არც რაიმე სახის განათლება მაქვს მიღებული ფერწერის დარგში. უბრალოდ, ღამით, რომელსაც წინ უსწრებს რამდენიმედღიანი დეპრესია, ვხვდები, რომ ჩემი გონება ხატვისათვის ემზადება, ვჯდები და ვხატავ იმას, რისი თქმაც მინდა და ვერ ვამბობ... არ ვიცი, როგორია ჩემი ნახატები, ერთადერთი რისი თქმაც მათზე შემიძლია, გულწრფელია“.

თე შავი ტუშითა და მარკერით ხატავს, ჯერ მხოლოდ ქაღალდზე. ხატვისას მაგიდაზე ყოველთვის საყვარელი ნივთები უწყვია. ძირითადად, ბეჭდები, თილისმები... სიჩუმეში არ უყვარს ჯდომა, მუსიკის მოსმენა ურჩევნია. ხატვის პროცესი არც ისე ხანმოკლეა, მერე რა, რომ მას არც საღებავების გაზავება უხდება, არც მოლბერტის გამართვა. აზრები ნელ-ნელა გადმოაქვს და წინასწარაც არაფერს ფიქრობს: „არაპროგნოზირებადი ვარ, ხვალინდელ დღესაც არასდროს ვგეგმავ, რადგან გადაწყვეტილებას იმ დროს, იმ ადგილზე ვიღებ, რომელშიც ვიმყოფები“.

როგორც ამბობს, არც სამომავლო გეგმა წარმოუდგება ხოლმე თვალწინ. ფიქრობს, რომ მისით დაინტერესების ალბათობა ძალიან მცირეა, ამის მიზეზად საზოგადოების გულგრილობას ასახელებს: „საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ხელოვანია, რომელიც თვითდამკვიდრებას ვერ ახერხებს, რადგან ხალხს არ აინტერესებს. თუ გინდა, რომ ამ ეპოქაში ვინმემ შეგამჩნიოს, ეპატაჟური უნდა გახდე ან კარგი რეკლამა გაუკეთო შენს თავს, ეს კი მატერიალურ შესაძლებლობას საჭიროებს“. თუმცა, მიაჩნია, რომ მთავარი მაინც ენთუზიაზმია, საქმის სიყვარული და შრომისმოყვარეობა.

„ფოტოების გადაღება ბავშობიდან მიყვარს და როცა მომეცა საშუალება უფრო სერიოზულად მოვკიდებოდი ამ საქმეს, მას შემდეგ უფრო ხშირად ვიღებ. როგორც ჟურნალისტს, მიყვარს ფოტორეპორტაჟების გადაღება სოციალურ თემებზე. ვცდილობ, გადავიღო ისეთი რაკურსით და დავიჭირო ისეთი წამი, რაზეც სხვას ხელი არ მიუწვდება, რადგან ფოტოგრაფიაში მნიშვნელოვანი ის კონკრეტული წამია“.

თეონასთვის ფოტოგრაფიასა და ხატვას ბევრი რამ აკავშირებთ. მთავარ საერთო საჭიროებად კი ხედვა მიაჩნია: „ხშირად ჩემი შთაგონება ხატვისას შეიძლება, გახდეს ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიურად ვხვდები, მოვლენები ჩემ გარშემო, ასევეა ფოტოგრაფიაში, გინდება იმ კადრების გადაღება, რაც შენი შთამაგონებელია“.

როცა მოწყენილია, გადაიკიდებს ფოტოაპარატს და ქუჩაში დადის, საინტერესო კადრებს ეძებს. უყვარს ისტორიული პროცესების ფოტოზე აღბეჭდვა და ხშირად, როგორც ფოტორეპორტიორი, დადის აქციებზე. ამიტომ, ჯერ თუ არ შეგხვედრიათ, თქვენც მალე შეგხვდებათ და იცანით - თე, თეონა ელიზარაშვილი, წითური... ჰიპური...

სხვა სტატიები
 „რაც უნდა მოხდეს, მაინც დავხატავ...“
19 ოქტომბერი, 2014
“ბავშვობაში მინდოდა, რომ ზოოპარკის მეპატრონე ვყოფილიყავი, ზოოპარკში დამლაგებლად ან ცხოველების მომვლელადაც კი მსურდა მუშაობა, ცხოველები მიყვარდა ძალიან, სწორედ ამიტომ სახლში მქონდა „ზოოპარკი“: რაც კი შინაური ცხოველი არსებობს, მგონი, ყველა მყავდა. მე კიდევ ყოველთვის მინდოდა ცხენი მყოლოდა, ეს ცხოველი განსაკუთრებულად მიყვარდა“.
ხატვა ბავშვობიდან დაიწყო და თავიდან ყველაზე ხშირად სწორედ ცხენებს ხატავდა, ახლა უფრო ხშირად ადამიანებს ხატავს, იზიდავს შიშველი ფიგურა, მაგრამ ბოლო პერიოდში უფრო მეტ ყურადღებასა და დროს რელიგიურ თემებს უთმობს.
ახალგაზრდა კალიგრაფი და ხელით წერის უძველესი ტრადიცია
04 ოქტომბერი, 2014
ახალგაზრდა კალიგრაფი, ხელოვნების მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პედაგოგი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ოთარ მჭედლიშვილი საქართველოში ერთ-ერთია, ვინც ხელით წერის უძველეს ტრადიციას იზიარებს. იგი საკუთარ ნამუშევრებს ხბოს ტყავზე, ეტრატზე, ქმნის, საწერად ლერწმის კალამსა და ბატის ფრთას იყენებს, ხოლო, რაც შეეხება მის მთავარ ნიშას, რაც სხვებისაგან გამოარჩევს, სწორედ რომ საწერი მასალა და გოთიკური სტილია.
ახალი რუსული გზა „მგზავრებისთვის“
20 სექტემბერი, 2014
ჯგუფი ,,მგზავრების” პროდიუსერი ჯგუფის ისტორიაზე, საქმიანობაზე, ქართველ და უცხოელ მსმენელზე საუბრობს.
,,როცა ადამიანი ნიჭიერია და თვითონვე ქმნის თავისსავე შესასრულებელ კომპოზიციას, მაშინ ყველაფერი უფრო მარტივადაა, ვინაიდან ის გრძნობს პულსაციას, თუ რა სჭირდება ბაზარს, ეს არის ძირითადი კოზირი, რაზეც დგას წარმატების თემატიკა”- ოთარ ედიშერაშვილი.
ინგა ბატატუნაშვილის საღებავები, ტილოები და ფუნჯები
12 ივლისი, 2014
შეხვედრა „დელისის“ მეტროსთან დავნიშნეთ. ინგა ბატატუნაშვილი მხატვარია. მეგობარ მხატვარ სოსო ქუმსიაშვილთან ერთად მხვდება. ცოტა ხანში მიხვეულ-მოხვეული გზებით მივიკვლევთ გზას კორპუსებს შორის. „ხომ კარგია, რომ ერთად მოვდივართ, მარტო ვერ მოაგნებდი ამ ადგილს“ - მეუბნება გზადაგზა. კიბეებზე ავდივართ. ოთახებიდან ადამიანები იხედებიან, ინგას ესალმებიან და მოიკითხავენ. უკვე წარმოვიდგინე, როგორია მისი სახელოსნო. ბოქლომს ხსნის, რკინის კარს აღებს და იმწამსვე საღებავების სუნს ვგრძნობ. ნათელი ოთახია სამი კედლის გასწვრივ, პირუკუ ალაგია ნახატები, მეოთხე კედელში ჩასმულ ორ ფანჯარაზე შინდისფერი და მოყვითალო ფარდები გადაწეულია და სინათლე შემოდის. ფანჯრების რაფებზე, ოთახის კუთხეებში, კედლებთან, ფუნჯები, საღებავები და ათასი სხვა ნივთი ალაგია, რომელთა უმეტესობის დანიშნულებას, ალბათ, მხოლოდ მხატვრები თუ მიხვდებიან.

Carpet Cleaning Calgary