ხატვა 7 წლისამ დაიწყო. ახსოვს, რომ ყოველთვის ბუნება იზიდავდა და სულ პეიზაჟებს ხატავდა.
ბავშვობის შთაბეჭდილებები არ განელებია. რეალისტური ნახატები, ბუნება, გარემო, სადაც ცხოვრობს, სოფელი... მისი ნამუშევრები მრავალფეროვანია. ნახატები შავ-თეთრი და ემოციური.
"მიყვარს პეიზაჟების კეთება. ვცხოვრობ მარტვილში და ვხატავ იქაურ სოფლებს, ადგილებს, რასაც თვალით ვხედავ და განვიცდი. ბედნიერებაა, როდესაც შემიძლია, ჩემი განცდები, ბუნებისა და ჩემი სოფლის სიყვარული ფურცელზე გადავიტანო, ვხატო ძალიან ბევრი და მივიღო სიამოვნება" - ამბობს გიორგი.

მოსწონს ვან გოგი, მიქელანჯელო, ველასკესი და სხვა დიდი მხატვრების შედევრები, თუმცა, მისი საყვარელი მხატვარი ფიროსმანია. ნამუშევრებს ვერ გამოარჩევს. "მისი შემოქმედება, ნახატები ერთმანეთს არ ჰგავს. ყველა ნამუშევარი სხვადასხვა განცდასა და ემოციას იწვევს, ამიტომ გამორჩევა, თუ რომელია საუკეთესო ან ჩემთვის საინტერესო, გამიჭირდება."
გიორგი გაწერელია 23 წლის ახალგაზრდა მხატვარია მარტვილის რაიონ სოფელ სერგიეთიდან. სკოლაში სიარულის პარალელურად დადიოდა "გ. მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში“. პროფესია არ შეუცვლია. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გაიარა საბაკალავრო და სამაგისტრო კურსები. როგორც გიორგი ამბობს, მას პროფესიულ განვითარებაში აკადემიის პედაგოგი, გოგი წერეთელი დაეხმარა.
ნახატები შესრულებული აქვს დაზგურ გრაფიკაში. ამჟამად გიორგი რეალისტურ ნახატებზე მუშაობს.
ნამუშევრები ერთ სივრცეში არ არის მოქცეული და მხოლოდ ავტორთან არ რჩება.
"სხვადასხვა ღონისძიებასა და გამოფენაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. პირველი პერსონალური გამოფენა ქუთაისში მქონდა, შემდეგ მარტვილის მუზეუმში. თბილისში ჩემი ნახატების ნახვა მხოლოდ წელს შეძლო დამთვალიერებელმა".
გიორგის პირველი პერსონალური გამოფენა თბილისში 2014 წლის მარტში გალერეა "ვანდაში" გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მისი 30-მდე ნამუშევარი.
გატაცება მხოლოდ ხატვა არ არის. უყვარს ბუნება, მთა...
მისთვის ყველაზე საყვარელი და ლამაზი ადგილი მარტვილია, თუმცა, უარს არ ამბობს სხვა კუთხეებში მოგზაურობაზე.
"ბუნებაში ყოფნა, ხეტიალი ძალიან მიყვარს. მეგობრები ხშირად ვაკეთებთ ექსკურსიებს, დავდივართ ლაშქრობაზე. წელს მეგობრებთან ერთად რაჭაში ვაპირებ წასვლას" - ამბობს გიორგი.
ბუნება, სოფელი, მთა მისთვის რომ მნიშვნელოვანია, მის ნახატებშიც იგრძნობა. სახლები, ეზო, ხეები - შავ-თეთრი კადრები დამთვალიერებელში აღფრთოვანებასა და უსაზღვრო ემოციას იწვევს.