32 წლის დავით ჩანადირი ამჟამად ბრიტანეთში ცხოვრობს, თუმცა, ხშირად უწევს გასვლა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ძველი ქართული ხელნაწერების მოსაძიებლად.
არ უყვარს ფეხბურთი, არ აინტერესებს პოლიტიკა, აინტერესებს ადამიანის სიცოცხლის არსი, ისტორიის კვლევა, კულტურული მემკვიდრეობა. პროფესიით თეოლოგია, თბილისის სასულიერო სემინარია და აკადემია 2010 წელს დაამთავრა. სანამ საბოლოოდ იპოვიდა თავის მოწოდებას და ძველი ქართული ხელნაწერების კვლევას დაიწყებდა, საკმაოდ დიდი გზა გაიარა.
საქმიანობა
საზღვარგარეთ საქმიანობა 2010 წლიდან დაიწყო. 2010 წელს დაწერა პირველად პროექტი, რომლის ფარგლებშიც ძველი ქართული ხელნაწერები უნდა მოეძიებინა ოქსფორდის უნივერსიტეტში. ქართულ ხელნაწერებზე მუშაობა ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში პროფესორ ედიშერ ჭელიძის რჩევით.
2010 წელს ოქსფორდში, რედკლიფის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, ქართველი ემიგრანტის, ისტორიკოსისა და პუბლიცისტის ანდრია გუგუშვილის პირად არქივს მიაგნო. მისი თქმით, ქართველ მეცნიერებს ამ არქივის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. ამავე წელს კემბრიჯის უნივერსიტეტში დაცული ქართული ხელნაწერები გადაიღო და ციფრული ასლები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადასცა.
2012 წელს მანჩესტერში დაცულ სომხურ სახარებას მიაკვლია, რომელშიც ქართული წარწერები და მინიატურები აღმოჩნდა.
დავით ჩანადირს მის მიერ ჩატარებული კვლევების შესახებ მას მრავალი სამეცნიერო მოხსენება აქვს წაკითხული ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, თსუ-ში, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტში, სასულიერო აკადემიაში. ბოლო მოხსენება 2014 წლის 12 მარტს ლონდონში USL-ის უნივერსიტეტში წაიკითხა თემაზე - „ქართული მემკვიდრეობა დიდ ბრიტანეთში“.
„ხანშიშესულ მეცნიერებს არ აქვთ არც საშუალება და არც ფიზიკური შესაძლებლობა, რომ მუდმივად იარონ და ეძიონ, ამიტომ ეს უფრო ახალგაზრდების საქმეა. ეს წერილები კი ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ხომ დოკუმენტებია, რაც ისტორიის კვლევისთვის საჭიროა“.
დიდი ხნით ადრე
დავითმა დაამთავრა 187-ე საჯარო სკოლა და შემდეგ სწავლა კერძო უნივერსიტეტში გააგრძელა სამართლის ფაკულტეტზე. როგორც ის ამბობს, უნივერსიტეტში ჩაბარება იყო ძალიან ფორმალური, სამართლის ფაკულტეტი კი თავიდან რაღაცით ხიბლავდა კიდეც.
„დაახლოებით 3 წელში მივხვდი, რომ იქ სულ ტყუილად ვიჯექი და აზრი არ ჰქონდა ჩემს იქ სწავლას, ამიტომ გამოვიტანე საბუთები“.
უნივერსიტეტის დატოვების გადაწყვეტილება იმ ეტაპზე მისმა რელიგიურმა ცხოვრებამაც განაპირობა. როგორც იხსენებს, 24 საათი ეკლესიაში იყო, ეცნობოდა სასულიერო ლიტერატურას, ძველი ქართული აინტერესებდა და ისწავლა კიდეც; ამ პერიოდში დაიწყო ლიტურგიის კვლევაც.
შემდეგ მონასტერში წავიდა. მონასტრული ცხოვრება მისტიკურად ეჩვენებოდა. იქ ძალიან დიდი დრო ჰქონდა, რომ ეკეთებინა ის, რაც მოსწონდა. ძალიან ბევრს კითხულობდა, ეცნობოდა წმინდანთა ცხოვრებას.
რამდენიმე წელი ცხოვრობდა ეკლესიაში, იყო მედავითნე.
„რაც ჩემი შეგნებული ცხოვრება დაიწყო, ყოველთვის მქონდა პროტესტის გრძნობა, ჯერ-ჯერობით ამ განცდას გამოსწორება არ უჩანს. პროტესტი ქვეყნის მიმართ, პროტესტი საზოგადოების მიმართ. თითქოს ხალხს არ უნდა, რომ წინ წავიდეს, თითქოს არ უნდა რომ განვითარდეს“.
თავისუფალი დრო
„ალბათ, უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ ასეთი დრო არ მაქვს“. როგორც ამბობს, საკმაოდ ბევრი ქართველი ემიგრანტია დასაფლავებული ბრიტანეთში, ამიტომ როგორც კი თავისფალი დრო გამოუჩნდება, ძირითადად, სასაფლაოებზე გადის და ცდილობს ქართველი ემიგრანტების საფლავების მოძიებას. ფიქრობს, რომ ამ საქმის კეთება ძალიან მნიშვნელოვანია, მიუხედავად სირთულისა, რადგან ძალიან ბევრ საფლავს გამოუჩნდება ჭირისუფალი.
დავითს უყვარს ქართული ხალხური სიმღერა და გალობა, კითხვა და უფრო მეტად წერა; ასევე უყვარს მოგზაურობა, რაც, მისი აზრით, ყველაზე კარგი საშუალებაა, როგორც განტვირთვის, ისე განვითარების მხრივ. განტვირთვაში ძალიან ეხმარება გიტარაც, რომელზეც ბავშვობიდან უკრავს.
თავისუფალ დროს ასევე ლონდონის მაცხოვრის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში საკვირაო სკოლაში იქ მცხოვრები ქართველებისთვის კითხულობს გაკვეთილებს საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურის შესახებ. სისტემატიურად ხვდება ქართველ ემიგრანტებს სხვადასხვა ქალაქში და კითხულობს ლექციებს საღვთისმეტყველო თემებზე.
მომავლის გეგმები
ამბობს, რომ ყველაზე დიდი წარმატებისთვის ჯერ არ მიუღწევია. მისი მთავარი მიზანი არის, რომ მოხდეს ქართული გაბნეული ხელნაწერების მოძიება და რაიმე ფორმით მათი საქართველოში დაბრუნება.
„ჩემი ყველაზე დიდი მწუხარება და ტკივილი არის ის, რომ ძალიან ბევრი ხელნაწერი არის მიმოფანტული უცხოურ არქივებში, ისეთი ხელნაწერები, რომლის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ამ ეტაპზე, ვაპირებ, შევადგინო ერთი მთლიანი კატალოგი, რომელშიც შევიტან ყველა ნუსხას, ვრცელი აღწერილობებითა და განსაკუთრებით მნიშვნელოვან ხელნაწერთა ციფრული ასლებით. კატალოგი საშუალებას მისცემს ქართველ მეცნიერებს, მკვლევარებს, სტუდენტებს და უცხოელ ორიენტალისტებს, ადგილზე ჩაუსვლელად გაეცნონ ბრიტანულ არქივებში დაცულ ქართულ ხელნაწერებს. ეს წიგნი გახდება ერთგვარი გზამკვლევი ნებისმიერი ადამიანისათვის და ამავდროულად, წიგნის გამოცემით, კიდევ ერთხელ გავაცნობთ მსოფლიოს ქართულ კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას.
რჩევები ახალგაზრდებს
დავითი ფიქრობს, რომ ზნეობრივი სიმყარე და ცოდნა იქნება გარანტი ახალგაზდრების კეთილი მომავლის.
„რაც შეეხება ახალგაზრდებს, ჩემი ძირითადი რჩევა იქნება ის, რომ მიიღონ ღირებული განათლება, ამაზე დიდ საქმეს ვერაფერს გააკეთებენ. უმაღლეს სასწავლებელში უნდა ისწავლოს იმან, ვისაც სწავლით მოტანილი სიკეთე გაცნობიერებული აქვს და ნამდვილად სურს. უნდა ისწავლოს იქ, სადაც ნამდვილად ასწავლიან“.
როგორ ფიქრობ, იპოვე საკუთარი თავი ?
- ეს, ალბათ, მაშინ მოხდება, როცა ყველა ქართულ ხელნაწერს ვიპოვი.