გიორგი კეკელიძე წიგნის სიყვარულზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგანძურსა და ახალგაზრდებზე
05 ივლისი, 2014
გიორგი კეკელიძე წიგნის სიყვარულზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგანძურსა და ახალგაზრდებზე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
„ჩვენ მივესალმებით კითხვას, თუნდაც, ეს ხბოს ეტრატებს ან პაპირუსებს გულისხმობდეს“- პოეტი, ესეისტი, ლექტორი, ტელეწამყვანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

ახალგაზრდების წიგნიერებაზე ფიქრობს, რომ საქმე არც ისე დრამატულადაა: „მართალია, ახალგაზრდა თაობა საკმარისად წიგნიერი არ არის, თუმცა, სიტუაცია არც ისე უსაშველოა, როგორც ეს სატელევიზიო სივრცეში შუქდება“. მთავარ პრობლემად მას მაინც პროფესიული ლიტერატურის არცოდნა მიაჩნია. მხატვრულ ლიტერატურაზე კი ფიქრობს, რომ მომხმარებელმა მისი წაკითხვით სიამოვნება უნდა მიიღოს: „კომპიუტერი წიგნს ვერასოდეს ჩაანაცვლებს, კომპიუტერი ისეთივე შეფუთვაა, როგორც წიგნი, მთავარი კი არის ტექსტი“.

27 წლის ასაკში გიორგი კეკელიძეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დირექტორის თანამდებობა შესთავაზეს. როგორც თავად ამბობს, გადაწყვეტილების მისაღებად ერთი თვე დასჭირდა. არასოდეს უფიქრია საჯარო მოხელეობაზე, თუმცა, მაინც დათანხმდა შეთავაზებულ წინადადებას. მისივე თქმით, ეს მდგომარეობა გამოწვევასთან შერკინება უფრო იყო.

ბიბლიოთეკაში ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა, თავად გამოყოფს პროექტებს, რომლის განხორციელებაც აქტიურად დაიწყეს: „ჩვენ დაგვეხმარნენ ბიზნესკომპანიები, დავიწყეთ ოთახების გარემონტება და წიგნების ელექტრონულ ვერსიაზე გადატანა“.
მნიშვნელოვნად მიიჩნევს ბიბლიოთეკის, როგორც კულტურული ბრენდის, გაცოცხლებას. აქ ხშირად ეწყობა სხვადასხვა სახის ღონისძიება, ლექცია თუ დისკუსია.

ბიბლიოთეკაში რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ინახება ყველა ქართული წიგნი და ჟურნალი, რომელიც ღირებულია ქვეყნისთვის. ეროვნული ბიბლიოთეკის კედლები ინახავს 1629 წელს გამოცემულ ქართულ-იტალიურ ლექსიკონსაც. აქ ასევე შეხვდებით ძველ ჟურნალ-გაზეთებს, როგორებიცაა „ივერია“ და „დროება“. მათი გამოყენება ნებისმიერ მსურველს არ შეუძლია, სწორედ ამ შეზღუდვის გამო დაიწყო მათი ელექტრონულ ფორმატში გადატანა, რაც მკითხველს საშუალებას მისცემს თავისუფლად გაეცნოს საქართველოს წარსულს მისი ჟურნალ-გაზეთების მეშვეობით.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კი არის ის, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს მასშტაბით ყველა სოფლის ბიბლიოთეკას ეხმარება წიგნებითა და ზოგჯერ კომპიუტერებითაც. როგორც გიორგიმ განმარტა, ეს ყველაფერი კერძო შემოწირულობების ხარჟზე ხდება. მნიშვნელოვანია ის მოვლენაც, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ, დაახლოებით ათამდე ქვეყანაში, გაიხსნა ქართული წიგნების კუთხე. ამჟამად ბიბლიოთეკა „ჯეოსელთან“ ერად აკეთებს ახალ პროექტს „ციფული ფოტომატიანე“, რომელიც გულისხმობს ყველა ოჯახში დაცული ფოტოს ელექტრონულ ფორმატში გადატანას- “ეს არის საქართველოს ფოტოისტორიის შექმნა. იქნება არა ელიტური, არამედ ჩვეულებრივი ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ასახვა“ . საკმაოდ საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკას ჰყავს მკითხველი, რომელიც უსასყიდლოდ ეხმარება მას და საკუთარ წიგნებს გადასცემს. მართალია, მათი რიცხვი არც ისე მცირეა, თუმცა, გიორგი კეკელიძე იმედოვნებს, რომ სამომავლოდ ამ მხრივ დაინტერესება უფრო გაიზრდება, მეტი ადამიანი ჩაერთვება.

გიორგი კეკელიძის აზრით, ახალგაზრდებმა საკუთარი მომავალი პროფესია სწორად უნდა აირჩიონ. ამ ყველაფერს კი სჭირდება შრომა და კომუნიკაციები, რაც ყველაზე მთავარია, საქმის სიყვარული.
სხვა სტატიები
 „რაც უნდა მოხდეს, მაინც დავხატავ...“
19 ოქტომბერი, 2014
“ბავშვობაში მინდოდა, რომ ზოოპარკის მეპატრონე ვყოფილიყავი, ზოოპარკში დამლაგებლად ან ცხოველების მომვლელადაც კი მსურდა მუშაობა, ცხოველები მიყვარდა ძალიან, სწორედ ამიტომ სახლში მქონდა „ზოოპარკი“: რაც კი შინაური ცხოველი არსებობს, მგონი, ყველა მყავდა. მე კიდევ ყოველთვის მინდოდა ცხენი მყოლოდა, ეს ცხოველი განსაკუთრებულად მიყვარდა“.
ხატვა ბავშვობიდან დაიწყო და თავიდან ყველაზე ხშირად სწორედ ცხენებს ხატავდა, ახლა უფრო ხშირად ადამიანებს ხატავს, იზიდავს შიშველი ფიგურა, მაგრამ ბოლო პერიოდში უფრო მეტ ყურადღებასა და დროს რელიგიურ თემებს უთმობს.
ახალგაზრდა კალიგრაფი და ხელით წერის უძველესი ტრადიცია
04 ოქტომბერი, 2014
ახალგაზრდა კალიგრაფი, ხელოვნების მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პედაგოგი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ოთარ მჭედლიშვილი საქართველოში ერთ-ერთია, ვინც ხელით წერის უძველეს ტრადიციას იზიარებს. იგი საკუთარ ნამუშევრებს ხბოს ტყავზე, ეტრატზე, ქმნის, საწერად ლერწმის კალამსა და ბატის ფრთას იყენებს, ხოლო, რაც შეეხება მის მთავარ ნიშას, რაც სხვებისაგან გამოარჩევს, სწორედ რომ საწერი მასალა და გოთიკური სტილია.
ახალი რუსული გზა „მგზავრებისთვის“
20 სექტემბერი, 2014
ჯგუფი ,,მგზავრების” პროდიუსერი ჯგუფის ისტორიაზე, საქმიანობაზე, ქართველ და უცხოელ მსმენელზე საუბრობს.
,,როცა ადამიანი ნიჭიერია და თვითონვე ქმნის თავისსავე შესასრულებელ კომპოზიციას, მაშინ ყველაფერი უფრო მარტივადაა, ვინაიდან ის გრძნობს პულსაციას, თუ რა სჭირდება ბაზარს, ეს არის ძირითადი კოზირი, რაზეც დგას წარმატების თემატიკა”- ოთარ ედიშერაშვილი.
ინგა ბატატუნაშვილის საღებავები, ტილოები და ფუნჯები
12 ივლისი, 2014
შეხვედრა „დელისის“ მეტროსთან დავნიშნეთ. ინგა ბატატუნაშვილი მხატვარია. მეგობარ მხატვარ სოსო ქუმსიაშვილთან ერთად მხვდება. ცოტა ხანში მიხვეულ-მოხვეული გზებით მივიკვლევთ გზას კორპუსებს შორის. „ხომ კარგია, რომ ერთად მოვდივართ, მარტო ვერ მოაგნებდი ამ ადგილს“ - მეუბნება გზადაგზა. კიბეებზე ავდივართ. ოთახებიდან ადამიანები იხედებიან, ინგას ესალმებიან და მოიკითხავენ. უკვე წარმოვიდგინე, როგორია მისი სახელოსნო. ბოქლომს ხსნის, რკინის კარს აღებს და იმწამსვე საღებავების სუნს ვგრძნობ. ნათელი ოთახია სამი კედლის გასწვრივ, პირუკუ ალაგია ნახატები, მეოთხე კედელში ჩასმულ ორ ფანჯარაზე შინდისფერი და მოყვითალო ფარდები გადაწეულია და სინათლე შემოდის. ფანჯრების რაფებზე, ოთახის კუთხეებში, კედლებთან, ფუნჯები, საღებავები და ათასი სხვა ნივთი ალაგია, რომელთა უმეტესობის დანიშნულებას, ალბათ, მხოლოდ მხატვრები თუ მიხვდებიან.

Carpet Cleaning Calgary