ოქროსა და ვერცხლის სამკაულები: დიადემები, თავსამკაულები, სასაფეთქლეები, საყურეები, სამაჯურები, ძვირფასი თვლებით შემკული ყელსაბამები და ბეჭდები - ეს არასრული ჩამონათვალია იმ დიდი საგანძურისა, რაც აქ არის წარმოდგენილი. მოსულ სტუმრებს საშუალება ეძლევათ, გაეცნონ უნიკალურ ნაკეთობებს, რომელიც წარმოაჩენს ქართული კულტურის განვითარების გზას.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ოქროს, ვერცხლისა და მინის ჭურჭელი, მცირე ზომის ქანდაკებები, სარიტუალო დანიშნულების ნივთები, იარაღი და სხვა. გამოფენაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ პირველად იხილონ ვანში, 2004 წელს აღმოჩენილი, ძვ.წ.აღ. IV საუკუნით დათარიღებული ვერცხლის სარტყელი, ბრინჯაოსა და რკინის ქანდაკებები.
როგორც გამოფენის გიდი ლეილა ფარსადანიშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, წარმოდგენილი ნიმუშები უნიკალურია თავისი მნიშვნელობითა და ისტორიით. ,,ისინი აქ მოსულ დამთვალიერებელს ჩვენი წინაპრების ცხოვრება-მოღვაწეობის შესახებ ნათელ წარმოდგენას უქმნის, განსაკუთრებით ეს ახალგაზრდებისთვისაა საინტერესო და მნიშვნელოვანი, რადგან ისინი ეცნობიან თავიანთი წინაპრების ისტორიასა და კულტურას. ეს არ არის დროებითი გამოფენა, იგი მუდმივია და ნებისმიერ დროს შეუძლიათ ნახვა დაინტერესებულ პირებს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ნივთები შესულია მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულთა სიაში".
,,ძალიან საინტერესო გამოფენაა, მოხარული ვარ, რომ საშუალება მეძლევა გავეცნო ჩვენი წინაპრების ისტორიას, რაზეც ნათელ მაგალითს აქ წარმოდგენილი თითოეული ნივთი მიქმნის. ყველაზე საინტერესო არის ის, რომ თითოეული ნივთი ხელნაკეთია და საოცარი სიზუსტითაა შესრულებული. კმაყოფილი ვარ, რომ მოგვეცა ამ ყველაფრის ნახვის საშუალება და ეს განსაკუთრებით ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვისაა მნიშვნელოვანი" - აღნიშნავს ერთ-ერთი დამთვალიერებელი, 24 წლის, გიორგი მენაბდე.