“Punctum Contra Punctum II” - ახალგაზრდა ხელოვანებისათვის
05 სექტემბერი, 2013
“Punctum Contra Punctum II” - ახალგაზრდა ხელოვანებისათვის ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს ეროვნული მუზეუმი, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, წარმოგიდგენთ ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს “Punctum Contra Punctum II”.
პროექტი “Punctum Contra Punctum II” წარმოადგენს იმ წინააღმდეგობრივი კონტექსტების რეპრეზენტაციას, რომელსაც დასავლეთ-ევროპელი, ამერიკელი, ლათინოამერიკელი თუ ქართველი ხელოვანები სთავაზობენ დამთვალიერებელს, თანაც მრავალფეროვანი და განსხვავებული მედიატექნოლოგიების დახმარებით, იქნება ეს ფერწერა, ქანდაკება, ფოტოგრაფია, შუქით მხატვრობა, ვიდეო არტი, ფოტო კოლაჟი, თუ მულტიმედია.



"თანამედროვე არტ პროცესში სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ვიზუალური ხელოვნება, რომელიც გამოხატავს როგორც დღევანდელ მხატვრულ სააზროვნო სისტემას, ასევე მაყურებლის ვიზუალურ დამოკიდებულებასა და განწყობას. ნამუშევრები წარმოაჩენენ იმ მულტიკულტურულ გარემოს, რომელშიც გვიწევს ცხოვრება, ფიქრი და აზროვნება. აუცილებლად უნდა მოხდეს ქართული ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუციონალური დამკვიდრება მსოფლიო სივრცეში. ვფიქრობ, რომ მისი საერთაშორისო კონვერტიზაცია და ქართველ მხატვართა დამოუკიდებელი არტისტული მარკეტირებაა საჭირო. ამას გარდა, აუცილებელია გაცვლითი პროგრამები იმისათვის, რომ განვითარდეს ეს სფერო" - აღნიშნა პროექტის დირექტორმა მაკა რაზმაძემ.

ფესტივალზე უცხოელი ხელოვანების ნიმუშებიცაა წარმოდგენილი. ერთ-ერთი მათგანია მიხაელ სენტ ამანდი ამერიკიდან. გამოფენაზე მისი სამი ნამუშევარია წარმოდგენილი. მიხაელ სენტ ამანდი ახალგაზრდა ხელოვანებს შემდეგ რჩევას აძლევს: "დაიხარჯეთ ბოლომდე, ძალიან ბევრი იმუშავეთ იმაზე, რასაც ქმნით და ამასთან ერთად თქვენს თავზე. შეინარჩუნეთ სიმშვიდე ნამუშევრის შესრულებისას და დასრულებული ნიმუშით დაანახეთ დამთვალიერებელს თქვენი შინაგანი მე".

წელს ფესტივალის ფარგლებში “Punctum Contra Punctum II”-ის მონაწილეები მცხეთას, უფლისციხესა და კახეთს ესტუმრებიან.

მაკა რაზმაძის თქმით, "წლევანდელ ფესტივალზე ტარდება ლექციები, სემინარები და ვორკშოპები. ძალიან ბევრი ახალგაზრდაა დაინტერესებული ვორკშოპებით, რომელიც 9 სექტემბერს 2 საათზე იმართება. ჩვენ ველოდებით ახალგაზრდებს რეგიონებიდან, რაც ძალიან მახარებს. კარგია, რომ რეგიონებიდან ამდენი ახალგაზრდაა დაინტერესებული. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით ხელი შევუწყოთ მათ. 6 სექტემბერს, 3 საათზე, ამერიკელი არტისტი, გრიმანესა ამბროსი საინტერესო ლექციის ჩატარებას აპირებს".

ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს,“Punctum Contra Punctum II” საშუალებას აძლევს გაეცნონ მათთვის აქამდე უცნობ მიმდინარეობებს, ისეთს, როგორიცაა შუქით მხატვრობა (მიმდინარეობა, რომელიც საქართველოში პირველადაა წარმოდგენილი).

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი პროექტები საქართველოში წარმატებით ტარდება, გამოფენები დამთვალიერებელთა ნაკლებობას მაინც განიცდის. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდებში და არა მარტო ქრება ხელოვნებისადმი ინტერესი?!
სხვა სტატიები
 „რაც უნდა მოხდეს, მაინც დავხატავ...“
19 ოქტომბერი, 2014
“ბავშვობაში მინდოდა, რომ ზოოპარკის მეპატრონე ვყოფილიყავი, ზოოპარკში დამლაგებლად ან ცხოველების მომვლელადაც კი მსურდა მუშაობა, ცხოველები მიყვარდა ძალიან, სწორედ ამიტომ სახლში მქონდა „ზოოპარკი“: რაც კი შინაური ცხოველი არსებობს, მგონი, ყველა მყავდა. მე კიდევ ყოველთვის მინდოდა ცხენი მყოლოდა, ეს ცხოველი განსაკუთრებულად მიყვარდა“.
ხატვა ბავშვობიდან დაიწყო და თავიდან ყველაზე ხშირად სწორედ ცხენებს ხატავდა, ახლა უფრო ხშირად ადამიანებს ხატავს, იზიდავს შიშველი ფიგურა, მაგრამ ბოლო პერიოდში უფრო მეტ ყურადღებასა და დროს რელიგიურ თემებს უთმობს.
ახალგაზრდა კალიგრაფი და ხელით წერის უძველესი ტრადიცია
04 ოქტომბერი, 2014
ახალგაზრდა კალიგრაფი, ხელოვნების მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პედაგოგი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ოთარ მჭედლიშვილი საქართველოში ერთ-ერთია, ვინც ხელით წერის უძველეს ტრადიციას იზიარებს. იგი საკუთარ ნამუშევრებს ხბოს ტყავზე, ეტრატზე, ქმნის, საწერად ლერწმის კალამსა და ბატის ფრთას იყენებს, ხოლო, რაც შეეხება მის მთავარ ნიშას, რაც სხვებისაგან გამოარჩევს, სწორედ რომ საწერი მასალა და გოთიკური სტილია.
ახალი რუსული გზა „მგზავრებისთვის“
20 სექტემბერი, 2014
ჯგუფი ,,მგზავრების” პროდიუსერი ჯგუფის ისტორიაზე, საქმიანობაზე, ქართველ და უცხოელ მსმენელზე საუბრობს.
,,როცა ადამიანი ნიჭიერია და თვითონვე ქმნის თავისსავე შესასრულებელ კომპოზიციას, მაშინ ყველაფერი უფრო მარტივადაა, ვინაიდან ის გრძნობს პულსაციას, თუ რა სჭირდება ბაზარს, ეს არის ძირითადი კოზირი, რაზეც დგას წარმატების თემატიკა”- ოთარ ედიშერაშვილი.
ინგა ბატატუნაშვილის საღებავები, ტილოები და ფუნჯები
12 ივლისი, 2014
შეხვედრა „დელისის“ მეტროსთან დავნიშნეთ. ინგა ბატატუნაშვილი მხატვარია. მეგობარ მხატვარ სოსო ქუმსიაშვილთან ერთად მხვდება. ცოტა ხანში მიხვეულ-მოხვეული გზებით მივიკვლევთ გზას კორპუსებს შორის. „ხომ კარგია, რომ ერთად მოვდივართ, მარტო ვერ მოაგნებდი ამ ადგილს“ - მეუბნება გზადაგზა. კიბეებზე ავდივართ. ოთახებიდან ადამიანები იხედებიან, ინგას ესალმებიან და მოიკითხავენ. უკვე წარმოვიდგინე, როგორია მისი სახელოსნო. ბოქლომს ხსნის, რკინის კარს აღებს და იმწამსვე საღებავების სუნს ვგრძნობ. ნათელი ოთახია სამი კედლის გასწვრივ, პირუკუ ალაგია ნახატები, მეოთხე კედელში ჩასმულ ორ ფანჯარაზე შინდისფერი და მოყვითალო ფარდები გადაწეულია და სინათლე შემოდის. ფანჯრების რაფებზე, ოთახის კუთხეებში, კედლებთან, ფუნჯები, საღებავები და ათასი სხვა ნივთი ალაგია, რომელთა უმეტესობის დანიშნულებას, ალბათ, მხოლოდ მხატვრები თუ მიხვდებიან.

Carpet Cleaning Calgary