ფოტოგრაფია - შინაგანი მოთხოვნილება
05 ოქტომბერი, 2013
ფოტოგრაფია - შინაგანი მოთხოვნილება ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
„მგრძობიარე, პასუხიმგებლობის დიდი გრძნობა, შრომისმოყვარეობა“ - ასე ახასიათებს საკუთარ თავს 24 წლის ფოტოგრაფი და ჟურნალისტი ეკატერინე მამათავრიშვილი.
პროფესიით ჟურნალისტი ფოტოგრაფიით სტუდენტობისას დაინტერესდა, მას შემდეგ სულ იღებს და მის ცხოვრებაში ფოტოგრაფია განუყოფელ ნაწილად იქცა. „იმდენად მაქვს გამჯდარი, რომ ეს უკვე ჩემთვის ყოველდღიური საქმიანობაა. გჭირდება, ორგანიზმის მოთხოვნილებაა“ - აღნიშნა ეკატერინემ.

მისი გალერეა ჟანრობრივად მრავალფეროვანია. იღებს ყველაფერს: საცხოვრებელი პორობებიდან დაწყებული, საპროტესტო აქციები, სოციალური თემები, გაკეთებული აქვს ავღანეთის სერიაზე, მაგრამ უფრო მეტად სიამოვნებს პორტრეტებზე მუშაობა, უყვარს ბუნება და პეიზაჟების გადაღება. არ უყვარს ცნობილი სახეების აღბეჭდვა. ახალ სახეს ეძებს ქუჩაში, მეგობრებში. მესაკუთრეა, არ უყვარს, როდესაც მის მიერ აღმოჩენილ გოგონებს სხვა იღებს: „ჩემი მოდელები ჩემი ერთგულები არიან, რადგან იციან, რომ ჩემგან წასვლის შემდეგ ჩემთან ვეღარ დაბრუნდებიან. როდესაც აღმოაჩენ სახეს და შემდეგ მასზე სხვა ფოტოგრაფი მუშაობს, მე უკვე მათ მიმართ განწყობა მეკარგება“.

მისი ფოტოები გამოირჩევა ფერთა სიმრავლით. მიიჩნევს, რომ თავისი ჩამოყალიბებული სტილი აქვს და თავის განწყობას ფერთა სიმრავლით გადმოსცემს: „როდესაც ჩემს გალერეაში შევდივარ და ფოტოებს ვათვალიერებ, დოკუმენტალისტიკა ძალიან მაგარია, მაგრამ თვითონ უფრო მსიამოვნებს ფერადი, პოზიტიური ნამუშევრები“.

2010 წლიდან ყოველწლიურად მონაწილეობს კონკურსში „ქოლგა“. იმედს გამოთქვამს, რომ მომავალშიც გაუმართლებს და მისი ნამუშევარი მოხვდება საკონკურსო ფოტოებს შორის. მიღებული აქვს მონაწილეობა ბევრ კონკურსსა და გამოფენაში.
ჟურნალისტობა მოსწონს, ფიქრობს, რომ თავისი ადრენალინი მოაქვს, მაგრამ ფოტოგრაფიას მაინც წინ აყენებს. მისი ოცნებაა ვენეციაში კარნავალი გადაიღოს და ფიქრობს, რომ მალე აისრულებს.

2009 წელს თუშეთში იყო, ნახა მიუვალ ადგილებში დასახლებული ოჯახები. სურვილი აქვს, კიდევ დაუბრუნდეს თუშეთს და იმ ოჯახების ყოველდღიურობა გადაიღოს. „ყოველდღე უწევთ ძალიან ბევრი ბარიერის გადალახვა. ძალიან გულწრფელი ხალხია, ძალიან სუფთა ადამიანები არიან“ - აღნიშნა ეკატერინემ.

წლებთან ერთად ფიქრობს, რომ იხვეწება. წინა წლის ფოტოები აღარ მოსწონს და საკუთარ თავს შენიშვნებს აძლევს. ფიქრობს, რომ იყო კარგი ფოტოგრაფი, უნდა გქონდეს დიდი სურვილი, შემდეგ კარგი პრაქტიკა და სათანადო კადრსაც მიიღებ. მისი აზით, წარმატებული კადრის გადაღება სამოყვარულო აპარატითაცაა შესაძლებელი.

სხვა სტატიები
 „რაც უნდა მოხდეს, მაინც დავხატავ...“
19 ოქტომბერი, 2014
“ბავშვობაში მინდოდა, რომ ზოოპარკის მეპატრონე ვყოფილიყავი, ზოოპარკში დამლაგებლად ან ცხოველების მომვლელადაც კი მსურდა მუშაობა, ცხოველები მიყვარდა ძალიან, სწორედ ამიტომ სახლში მქონდა „ზოოპარკი“: რაც კი შინაური ცხოველი არსებობს, მგონი, ყველა მყავდა. მე კიდევ ყოველთვის მინდოდა ცხენი მყოლოდა, ეს ცხოველი განსაკუთრებულად მიყვარდა“.
ხატვა ბავშვობიდან დაიწყო და თავიდან ყველაზე ხშირად სწორედ ცხენებს ხატავდა, ახლა უფრო ხშირად ადამიანებს ხატავს, იზიდავს შიშველი ფიგურა, მაგრამ ბოლო პერიოდში უფრო მეტ ყურადღებასა და დროს რელიგიურ თემებს უთმობს.
ახალგაზრდა კალიგრაფი და ხელით წერის უძველესი ტრადიცია
04 ოქტომბერი, 2014
ახალგაზრდა კალიგრაფი, ხელოვნების მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პედაგოგი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ოთარ მჭედლიშვილი საქართველოში ერთ-ერთია, ვინც ხელით წერის უძველეს ტრადიციას იზიარებს. იგი საკუთარ ნამუშევრებს ხბოს ტყავზე, ეტრატზე, ქმნის, საწერად ლერწმის კალამსა და ბატის ფრთას იყენებს, ხოლო, რაც შეეხება მის მთავარ ნიშას, რაც სხვებისაგან გამოარჩევს, სწორედ რომ საწერი მასალა და გოთიკური სტილია.
ახალი რუსული გზა „მგზავრებისთვის“
20 სექტემბერი, 2014
ჯგუფი ,,მგზავრების” პროდიუსერი ჯგუფის ისტორიაზე, საქმიანობაზე, ქართველ და უცხოელ მსმენელზე საუბრობს.
,,როცა ადამიანი ნიჭიერია და თვითონვე ქმნის თავისსავე შესასრულებელ კომპოზიციას, მაშინ ყველაფერი უფრო მარტივადაა, ვინაიდან ის გრძნობს პულსაციას, თუ რა სჭირდება ბაზარს, ეს არის ძირითადი კოზირი, რაზეც დგას წარმატების თემატიკა”- ოთარ ედიშერაშვილი.
ინგა ბატატუნაშვილის საღებავები, ტილოები და ფუნჯები
12 ივლისი, 2014
შეხვედრა „დელისის“ მეტროსთან დავნიშნეთ. ინგა ბატატუნაშვილი მხატვარია. მეგობარ მხატვარ სოსო ქუმსიაშვილთან ერთად მხვდება. ცოტა ხანში მიხვეულ-მოხვეული გზებით მივიკვლევთ გზას კორპუსებს შორის. „ხომ კარგია, რომ ერთად მოვდივართ, მარტო ვერ მოაგნებდი ამ ადგილს“ - მეუბნება გზადაგზა. კიბეებზე ავდივართ. ოთახებიდან ადამიანები იხედებიან, ინგას ესალმებიან და მოიკითხავენ. უკვე წარმოვიდგინე, როგორია მისი სახელოსნო. ბოქლომს ხსნის, რკინის კარს აღებს და იმწამსვე საღებავების სუნს ვგრძნობ. ნათელი ოთახია სამი კედლის გასწვრივ, პირუკუ ალაგია ნახატები, მეოთხე კედელში ჩასმულ ორ ფანჯარაზე შინდისფერი და მოყვითალო ფარდები გადაწეულია და სინათლე შემოდის. ფანჯრების რაფებზე, ოთახის კუთხეებში, კედლებთან, ფუნჯები, საღებავები და ათასი სხვა ნივთი ალაგია, რომელთა უმეტესობის დანიშნულებას, ალბათ, მხოლოდ მხატვრები თუ მიხვდებიან.

Carpet Cleaning Calgary