ბეკეტის „პირველი სიყვარული“ რუსთაველის თეატრში
09 ნოემბერი, 2013
ბეკეტის „პირველი სიყვარული“ რუსთაველის თეატრში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სცენაზე ლანდივით
ყველასგან მივიწყებული ადამიანი გამოდის და თავის ცხოვრებაზე მაყურებელს უყვება.

ღვთის მიერ ბოძებული მშობლიური სახლიდან გამოძევებული ადამიანი წვალობს, შრომობს, აქეთ-იქით აწყდება. ამდენი სატანჯველისგან ცხოვრება ერთ დიდ ტკივილად ექცა. ზოგჯერ კიდეც მოსწონს წამებულის მანტია, მაგრამ მაინც გამუდმებით ეძებს უკან დასაბრუნებულ ბილიკს, თუმცა, შეუძლებელია, ედემის ბაღში დარუნდეს, ვინც დაკარგა უმთავრესი „პირველი სიყვარული“.

ბეკეტის პირველი ფრანგულენოვანი პიესა, რომელიც ქართველმა რეჟისორმა ნიკოლოზ ჰაინე-შველიძემ სცენაზე გააცოცხლა. ეს არის პიესა, რომელიც შექმნიდან 20 წლის განმავლობაში დღის სინათლეზე არ გამოსულა, სანამ ბეკეტმა ცნობილ ფრანგ მსახიობს მისი დადგმა არ შესთავაზა.

„ჩვენ მას უასაკო ადამიანი დავარქვით, რომელიც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში დადის და ეძებს თავისი ცოდვის დაცემის წერტილს და მოდის თუ არა ახლოს ამ ყველაფერთან, მომენტალურად იგნორირებას უკეთებს ამოსავალ წერტილს და ისევ უბრუნდება თავის პირვანდელ მდგომარებას, რომელიც ბეკეტის პერსონაჟისთვის არის დამახასიათებელი. პიესა პირველ სიყვარულზეა, სიყვარულზე, რომელსაც ვკარგავთ ისე, რომ არც კი ვხვდებით რამხელა ნაკვალევს ტოვებს ჩვენს ცხოვრებაში და შემდეგ მთელი ცხოვრება ამ პირველ სიყვარულს მივტირით, ვეძებთ და, სამწუხაროდ, ვერც ვპოულობთ“ - აღნიშნა რეჟისორმა ნიკოლოზ ჰაინე-შველიძემ.

უასაკო ადამიანის როლის შემსრულებელი ზვიად პაპუაშვილის თქმით, ამ როლის შესრულებისას თავს ყველაზე თავისუფლად გრძნობს. „ამ დრამატურგს უკვე მეორედ შევეხე და ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელია, ასევე, როგორც მწერალი, ძალიან ახლოსაა ჩემთან და ყველა მის ნაწარმოებში ჩემს საკუთარ თავს ვხედავ. ეს როლი იმდენად საინტერესოა და იმდენად კარგია, რომ როგორც მსახიობს და როგორც პიროვნებას, ფიქრის საშუალებას გაძლევს. თითოეული მსახიობი გეტყვით, რომ ბეკეტი იმდენად ეხმარება მსახიობს, აბსოლუტურად გათავისუფლებს და ისეთ სივრცეს გიქმნის, რომ შენ თითქოს ღია ზღვაში გადიხარ, იქ, როგორც გინდა და სადაც გინდა და საითკენაც გინდა, იქით მიექანები“ - აღნიშნა მსახიობმა ზვიად პაპუაშვილმა.

„ვიცი შენი საქმეები, შენი შრომა და შენი მოთმინება... მაგრამ შენს საწინააღმდეგოდ ისა მაქვს, რომ მიატოვე შენი პირველი სიყვარული. ამიტომ გაიხსენე: საიდან დაეცი და მოინანიე, და აკეთე შენი პირვანდელი საქმეები; თუ არადა, მალე მოვალ შენთან და გადავწევ შენს სასანთლეს თავისი ადგილიდან...“ დარბაზში ხმაური, სინათლე ქრება, ფარდა ეშვება და სპექტაკლი მთავრდება....
სხვა სტატიები
 „რაც უნდა მოხდეს, მაინც დავხატავ...“
19 ოქტომბერი, 2014
“ბავშვობაში მინდოდა, რომ ზოოპარკის მეპატრონე ვყოფილიყავი, ზოოპარკში დამლაგებლად ან ცხოველების მომვლელადაც კი მსურდა მუშაობა, ცხოველები მიყვარდა ძალიან, სწორედ ამიტომ სახლში მქონდა „ზოოპარკი“: რაც კი შინაური ცხოველი არსებობს, მგონი, ყველა მყავდა. მე კიდევ ყოველთვის მინდოდა ცხენი მყოლოდა, ეს ცხოველი განსაკუთრებულად მიყვარდა“.
ხატვა ბავშვობიდან დაიწყო და თავიდან ყველაზე ხშირად სწორედ ცხენებს ხატავდა, ახლა უფრო ხშირად ადამიანებს ხატავს, იზიდავს შიშველი ფიგურა, მაგრამ ბოლო პერიოდში უფრო მეტ ყურადღებასა და დროს რელიგიურ თემებს უთმობს.
ახალგაზრდა კალიგრაფი და ხელით წერის უძველესი ტრადიცია
04 ოქტომბერი, 2014
ახალგაზრდა კალიგრაფი, ხელოვნების მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პედაგოგი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ოთარ მჭედლიშვილი საქართველოში ერთ-ერთია, ვინც ხელით წერის უძველეს ტრადიციას იზიარებს. იგი საკუთარ ნამუშევრებს ხბოს ტყავზე, ეტრატზე, ქმნის, საწერად ლერწმის კალამსა და ბატის ფრთას იყენებს, ხოლო, რაც შეეხება მის მთავარ ნიშას, რაც სხვებისაგან გამოარჩევს, სწორედ რომ საწერი მასალა და გოთიკური სტილია.
ახალი რუსული გზა „მგზავრებისთვის“
20 სექტემბერი, 2014
ჯგუფი ,,მგზავრების” პროდიუსერი ჯგუფის ისტორიაზე, საქმიანობაზე, ქართველ და უცხოელ მსმენელზე საუბრობს.
,,როცა ადამიანი ნიჭიერია და თვითონვე ქმნის თავისსავე შესასრულებელ კომპოზიციას, მაშინ ყველაფერი უფრო მარტივადაა, ვინაიდან ის გრძნობს პულსაციას, თუ რა სჭირდება ბაზარს, ეს არის ძირითადი კოზირი, რაზეც დგას წარმატების თემატიკა”- ოთარ ედიშერაშვილი.
ინგა ბატატუნაშვილის საღებავები, ტილოები და ფუნჯები
12 ივლისი, 2014
შეხვედრა „დელისის“ მეტროსთან დავნიშნეთ. ინგა ბატატუნაშვილი მხატვარია. მეგობარ მხატვარ სოსო ქუმსიაშვილთან ერთად მხვდება. ცოტა ხანში მიხვეულ-მოხვეული გზებით მივიკვლევთ გზას კორპუსებს შორის. „ხომ კარგია, რომ ერთად მოვდივართ, მარტო ვერ მოაგნებდი ამ ადგილს“ - მეუბნება გზადაგზა. კიბეებზე ავდივართ. ოთახებიდან ადამიანები იხედებიან, ინგას ესალმებიან და მოიკითხავენ. უკვე წარმოვიდგინე, როგორია მისი სახელოსნო. ბოქლომს ხსნის, რკინის კარს აღებს და იმწამსვე საღებავების სუნს ვგრძნობ. ნათელი ოთახია სამი კედლის გასწვრივ, პირუკუ ალაგია ნახატები, მეოთხე კედელში ჩასმულ ორ ფანჯარაზე შინდისფერი და მოყვითალო ფარდები გადაწეულია და სინათლე შემოდის. ფანჯრების რაფებზე, ოთახის კუთხეებში, კედლებთან, ფუნჯები, საღებავები და ათასი სხვა ნივთი ალაგია, რომელთა უმეტესობის დანიშნულებას, ალბათ, მხოლოდ მხატვრები თუ მიხვდებიან.

Carpet Cleaning Calgary