21 წლის ბორენა-ბარბარე ნაჭყებია საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს წელს ამთავრებს, სამხატვრო აკადემიაში კი ფერწერის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია. „სკოლის დამთავრების დროს ძალიან ბევრს ვფიქრობდი, თუ სად შეიძლებოდა ჩამებარებინა. წარმოიდგინეთ ფიზიკასაც კი არ გამოვრიცხავდი, მაგრამ ხელოვნების გარდა სერიოზულად არაფერს აღვიქვამდი. როგორც ხდება ხოლმე, ეს ასაკი ყველაზე ემოციურია და რატომღაც გადავწყვიტე, ჩემი საქმე უნდა ყოფილიყო ჰუმანიტარულ მისიებში სიარული, მწვავე ფოტოებისა და რეპორტაჟების მომზადება. ყველასგან მოულოდნელად, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ჩავაბარე საერთაშორისო ურთიერთობებზე“...
მისი ინტერესის სფეროს ხატვა, მუსიკა და კინო წარმოადგენს. რაც შეხება ხატვასა და მუსიკას, მას აღარც კი ახსოვს, რა ასაკიდან დაიწყო: „ალბათ, ვღიღინებდი, როგორც ყველა პატარა და მიმიყვანეს მუსიკალურში, აღმომაჩნდა აბსოლუტური სმენა და შემოვრჩი... მოგვიანებით კი დავრჩი და დავამთავრე ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალური ათწლედი, თავიდან საფორტეპიანოზე ვიყავი... შემდეგ კი ვოკალზე გადავედი. თავიდან რომ დავიბადო, ალბათ, იმავე გზას ავირჩევ“. ამ ეტაპზე ის მუსიკას მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის იყენებს, უსმენს Keith Jarrett, Charles Mingus, miles devisi... უყვარს ნიკა მაჩაიძის მუსიკა: „პროფესიონალურად მომავალი წლიდან ვაპირებ დავუბრუნდე მუსიკას, ამ ეტაპზე, შეიძლება ითქვას, ვისვენებ“.
ბარბარე ღვთის საჩუქარს უწოდებს და უდიდეს გამართლებად მიიჩნევს თავის პედაგოგ ნათელა მაყაშვილთან მოხვედრას: „ეს იყო გენიალური ადამინი, მხატვარი, რომელმაც მასწავლა ხატვა და არამარტო...“
ამ ეტაპზე აკადემიის სახელოსნოში მუშაობს, ძირითადი სტილი არ აქვს არჩეული, ფიქრობს, რომ მხატვარი მუდამ ძიებაში უნდა იყოს, რაც მთავარია, აკეთოს და გამოხატოს ის, რასაც ფიქრობს უშიშრად, და მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება გულწრფელი.