23 მარტი, 2015
23 მარტს ონლაინრადიო „ახალგაზრდული თავისუფლების“ მთავარი თემა იყო „პლასტიკური ქირურგია - სად გადის ზღვარი?“
09 თებერვალი, 2015
9 თებერვალს ონლაინრადიო,,ახალგაზრდული თავისუფლების" მთავარი თემა იყო “სპორტის განვითარება საქართველოში - წარმატებები და პრობლემები“.
სპორტული ცხოვრების დაწყებაზე ყველა ახალგაზრდას უფიქრია. ერთი მხრივ, საჭიროა მონდომება, ნებისყოფა, დროის და ენერგიის ხარჯვა, მეორე მხრივ კი - პირობების არსებობა.
05 თებერვალი, 2015
5 თებერვლის დღის მთავარი გადაცემის თემა სასკოლო განათლება იყო. გადაცემიდან თქვენ შეიტყობთ რამდენად საკმარისია სკოლაში მიღებული ცოდნა იმისთვის, რომ უმაღლესში რეპეტიტორების დახმარების გარეშე ჩააბარო. ასევე, მოისმენთ ექსპერტის, განათლების საკითხებში,სიმონ ჯანაშიას შეფასებას სკოლის განათლებაზე და მის ხედვას, თუ როგორ ავამაღლოთ სკოლებში განათლების დონე.
02 თებერვალი, 2015
2 თებერვლის დღის მთავარი გადაცემის თემა "დამწყები დიზაინერები" იყო. სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა თინა კლდიაშვილმა ისაუბრა, რომელმაც სამხატვრო აკადემიაში დიზაინის ფაკულტეტის სწავლების მეთოდებსა და მათ კურსდამთვერებულებზე ისაუბრა. ასევე გაეცნობით სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს, მომავალ დიზაინერებს: გვანცა ლაზარაშვილსა და მარი ქემოკლიძეს. გადაცემის მეორე ბლოკში გაიცნობთ co.mode-ის დამფუძნებლებსა და დიზაინერებს: მარიამ ონიანსა და ნინო უგრეხელიძეს, ხოლო გადაცემის მესამე ბლოკში, მოისმენთ უკვე შემდგარი და წარმატებული დიზაინერის, დათუნა სულიკაშვილის შეფასებას მოდის ინდუსტრიასა და დამწყებ დიზაინერებზე.
29 იანვარი, 2015
ქვა, თიხის ფირფიტები, პაპირუსი, მანუსკრიპტი, ნაბეჭდი წიგნები... ამაზეც არ შევჩერდით და ელექტრონულ წიგნამდე მივედით...
26 იანვარი, 2015
26 იანვრის დღის მთავარი გადაცემის თემა იყო მზარეულის პროფესია. სხვადასხვა ქვეყანაში ეს პროფესია სხვადასხვა დონეზეა განვითარებული. არის ქვეყნები, სადაც მზარეულის პროფესია პრესტიჟულად ითვლება და მათ მაღალი ანაზღაურებაც აქვთ, მაგრამ ვითარება ყველგან ერთნაირი არა არის. მზარეულის საქმიანობა ზოგისთვის სათაკილოც კია გარკვეული სტერეოტიპების გამო.
22 იანვარი, 2015
22 იანვარს რადიო" ახალგაზრდული თავისუფალების" დღის მთავარ გადაცემაში განიხილეს აზარტულ თამაშებსა და სოციალურ ქსელებზე ადამიანების დამოკიდებულება. როგორც ცნობილია, საქართველოში აზარტული თამაშების მოყვარულთა რიცხვი საკმაოდ დიდია. სამწუხაროა, ის ფაქტიც, რომ უმეტესობა გამდიდრების მცდელობის გამო საკმაოდ ბევრ თანხას, ემოციებსა და ნერვებს ხარჯავს. აღსანიშნავია, ისიც, რომ დიდია პროცენტული მაჩვენებელი იმ ადამიანებისა, რომლებიც სწორედ აზარტული თამაშებისგან სასოწარკვეთილნი საკუთარ სიცოცხლეს საკუთარი ხელითვე ასრულებენ.
19 იანვარი, 2015
19 იანვრის დღის მთავარ გადაცემაში ჩვენმა ჟურნალისტებმა მსმენელს უამბეს აბიტურიენტების ცხოვრების სტილის შესახებ, თუ რა პასუხისმგებლობის წინაშე დგანან და რა სახის პრობლემებთან უწევთ გამკლავება.
15 იანვარი, 2015
15 იანვარს ონლაინრადიო "ახალგაზრდული თავისუფლების" მთავარი თემა იყო “ახალგაზრდების დასაქმება და მათი უფლებები“.