სეუ-ს სტატიები
სტუდენტები საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტსა და ინფრასტრუქტურაზე
15 მაისი, 2014
18-სართულიანი შენობა ვერანდითა და თანამედროვე ლიფტებით, ტექნიკურად აღჭურვილი აუდიტორიები, შიდა კაფე-ბარი, ხმის ჩამწერი სტუდია, ცეკვის დარბაზი, სტუდენტი გოგონებისთვის კომფორტულად მოწყობილი საერთო საცხოვრებელი. უნივერსიტეტს სამომავლოდ ბევრი გეგმა აქვს, რომელზეც ამჟამად მუშაობენ.
რამდენი საგნის წაკითხვის უფლება აქვს უნივერსიტეტის ლექტორს?!
03 მაისი, 2014
თამუნა სეუ-ს სტუდენტი იყო, თუმცა, მობილობის საშუალებით სხვა უნივერსიტეტში გადავიდა. როგორც თავად ამბობს, ამის მიზეზი ბევრი რამ იყო, ერთ-ერთი კი ის, რომ ერთი ლექტორი რამდენიმე საგანს უკითხავდა, რაც მისთვის გაუგებარია: “4 სხვადახვა საგანს ერთი ლექტორი მასწავლიდა, საგანსაც ხომ გაჩნია ან მასალას, 4 საგანზე ამ ლექტორს ერთი და იგივე კონსპექტები მოჰქონდა. მეც ჟურნალისტიკაზე ვსწავლობდი სეუ-ში და განსაკუთრებით ამ სპეციალობის ახალგაზრდებისთვისაა საჭირო სწორი და გამართული მეტყველება. ჩემს ზოგიერთ ლექტორს კი ან რბილი ლ-ს პრობლემა ჰქონდა ან აზრის გამოთქმისა და ჩამოყალიბების, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა, რომ მასწავლიდნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ძალიან მომწონდა. მე-2 კურსის ბოლოს მივხვდი, რომ საცდელი მაიმუნი არ ვიყავი და გადავწყვიტე, მობილობით გადავსულიყავი სხვა უნივერსიტეტში“.
რა ღირს სეუ-ში საგნის ხელახლა გავლა?!
26 აპრილი, 2014
„ეს საკითხი უმაღლესის კომპეტენციაა. მიმართეთ უმაღლესს“ - ასე გვიპასუხა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კითხვაზე: ვინ ადგენს ახლიდან გასავლელი კრედიტების საფასურს?
რატომ ტოვებენ სეუ-ს სტუდენტები?!
20 აპრილი, 2014
2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობაში მონაწილეობა მიიღო სულ 2358 სტუდენტმა, მათგან 1693 სტუდენტი ჩაირიცხა მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
სეუ-ს თვითმმართველობა და სტუდენტები
12 აპრილი, 2014
თვე-ნახევარია რაც სეუ-ში თვითმმართველობის პრეზიდენტი შეიცვალა. ამჟამინდელი პრეზიდენტი გიორგი გაბუნია მისი წინამორბედის შაკო მესხის გუნდის წევრია. როგორც შაკო ამბობს, მისი პრეზიდენტობის დროს სტუდენტებთან ურთიერთობა პირველ რიგში იყო საქმიანი: "ჩემი დამოკიდებულება სტუდენტებთან ყოველთვის იყო მშვიდი და მეგობრული. შესაბამისად, მთელი თვითმმართველობა მუშაობდა ამ პრინციპით და ამ დამოკიდებულებას სეუ–ს თითოეული სტუდენტი დაგიდასტურებთ".
შშმ ახალგაზრდები და სეუ
05 აპრილი, 2014
„განსხვავებული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის ყველა სართულზეა საპირფარეშო. გარდა ამისა, ლიფტებიც მორგებულია და სწავლის პროცესში ასეთი სტუდენტებისთვის მაქსიმალურად ხდება ხელშეწყობა“.
რას გაურბიან „სეუ“-ს სტუდენტები?!
16 მარტი, 2014
„დიდი სიამოვნებით გაგესაუბრებოდით, თუ პირობას მომცემთ, რომ დიპლომს ავიღებ!..“(იცინის)
„პრობლემები თავიდან უფრო იყო, ახლა ცდილობენ გამოასწორონ...რა ვიცი, რა გითხრათ, სხვა...არ მინდა რა… სხვა ჩაწერე გთხოვ!“
„ჩემს კომენტარზე სახელს მიაწერ? არა, არ მინდა მაშინ პასუხების გაცემა...“
„მეჩქარება“ (მოსეირნობს)...
ასეთი იყო საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტების პასუხები ჩვენს კითხვებზე.






Carpet Cleaning Calgary