„სეუ მუდმივად განვითარებისა და წინსვლის პროცესშია, დაარსების დღიდან. არა მარტო ინფრასტრუქტურის, არამედ ყველა კუთხით. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, ბიზნესის ფაკულტეტის (ფინანსებისა და მენეჯმენტის) სტუდენტებისთვის თითქმის უკვე შექმნილია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც რამდენიმე თვეში უკვე იფუნქციონირებს. ამ ფაკულტეტის სტუდენტებს შეეძლებათ, სტაჟირება გაიარონ და იმუშაონ თავიანთი პროფესიით. რაც შეეხება ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებს, მათთვის კეთდება ტურისტული კომპანია Seu Travel, ხოლო ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ტელევიზია Seu Tv, რაც შეეხება ბიბლიოთეკას, გვაქვს სილაბუსით გათვალისწინებული ყველა წიგნი და ამასთანავე, კომფორტული გარემო სტუდენტებისთვის, რათა იმეცადინონ” - გვითხრა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტმა გიორგი გაბუნიამ. მისი თქმით, სეუ ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე და ის საუკეთესო პირობებს უქმნის სტუდენტებს: “ჩემი აზრით, სეუ ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი იქნება მსოფლიოში, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე სწავლის ხარისხით“.
უნივერსიტეტის უმოკლეს დროში განვითარებაზე საუბრობს ჩვენი სტუდენტი რესპონდენტიც: “მოგეხსენებათ, სეუ კერძო უნივერსიტეტია და ყველაფერს სულ ახლა იწყებს, მე რომ ამ უნივერსიტეტში ჩავაბარე, ამჟამინდელი ბაზის ნახევარიც არ იყო, ჩვენ თვალწინ გაიზარდა და განვითარდა ყველაფერი. 3 წელიწადში ამ უნივერსიტეტმა იმდენს მიაღწია, რამდენსაც არცერთმა სხვა უნივერსიტეტმა. ძალიან დიდი პროგრესი განიცადა, როგორც ვიზუალურად, ისე შიდა ორგანიზაციულ საკითხებში. რა თქმა უნდა, უფრო მეტი რამის გაკეთება შეიძლება, მაგრამ ამ ეტაპზე (ვგულისხმობ ამჟამინდელ რეფორმებს, მშენებლობასა და უნივერსიტეტის გაფართოებას) ეს უნივერსიტეტი მაქსიმალურს აკეთებს. 3 წლის წინ სეუ-ს არავინ იცნობდა, დღეს კი ერთ-ერთი საუკეთესოა არსებულ უნივერსიტეტებს შორის. თუ სხვა უნივერსიტეტებს გადავხედავთ და, ზოგადად, საქართველოში არსებულ განათლების სისტემას, ეს ძალიან დიდი მიღწევაა 3 წლის განმავლობაში. მე ვიცი, რომ ეს უნივერსიტეტი დიდი წარმატებას მიაღწევს სულ რამდენიმე წელიწადში, ჯერ ახალბედა სასწავლებელია და დრო სჭირდება ყველაფრისთვის“.
ინფრასტრუქტურა მოსწონთ, ამბობენ, რომ შესაბამისი ტექნიკაც აქვთ, თუმცა, პრაქტიკის ნაკლებობაზე საუბრობენ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები: “მეოთხე კურსზე ვარ და, სამწუხაროდ, მხოლოდ ახლა დავიწყეთ პრაქტიკული საგანი. ვფიქრობ, არასაკმარისია“.
„ჩვენი ფაკულტეტის - ჟურნალისტიკის მიმართულების პრობლემა ის არის, რომ მთელი სამი წლის განმავლობაში არ გვქონია პრაქტიკა. ახლა დაგვეწყო მეოთხე კურსის მიწურულს. ტელევიზიის გახსნას გვპირდებოდნენ, თუმცა, ამ დრომდე არ გახსნილა“.
„პრაქტიკა კონკრეტულ ორგანიზაციაში გვიწევს მეოთხე კურსზე. რაც შეეხება ტექნიკასთან მუშაობას, ამ სემესტრიდან დავიწყეთ პრაქტიკული მომზადება“.
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმებშია საცურაო აუზის, ასევე სპორტული ღია მოედნის დასრულება, რომლითაც სეუ-ს მომავალი სტუდენტები ისარგებლებენ.