გაზაფხულის სემესტრში საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს მობილობა არ გამოუცხადებია. სამწუხაროდ, ამის მიზეზი ჩვენთვის უცნობია, რადგან უნივერსიტეტის ადმინისტრაცია უარს აცხადებს ჩვენთან თანამშრომლობაზე.
აღნიშნულ თემაზე ჩვენ მივმართეთ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, სადაც განგვიმარტეს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის 10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის“ მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, ასევე მეხუთე მუხლის თანახმად, სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებისთვის იქმნება ელექტრონული პორტალი, რომელზეც აისახება დაწესებულების მიერ მობილობისთვის რეგისტრირებული ადგილები. დაწესებულება უფლებამოსილია, პორტალზე დაარეგისტრიროს მობილობის ადგილები, საფეხურებისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების ან საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით. ცენტრი ამოწმებს დაწესებულების მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მონაცემების შესაბამისობას მისთვის განსაზღვრულ სტუდენტთა საერთო რაოდენობის, არსებული სტუდენტების რაოდენობისა და დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ მონაცემებთან. რაც შეეხება სეუ-ს კონკრეტულ მაგალითს, აღნიშნული ნორმების შესაბამისად, საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, თავად განსაზღვროს მობილობის პროცესში მონაწილეობის მიზანშეწონილობა. სეუ-ს მიმდინარე სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში არ წარმოუდგენია ინფორმაცია მობილობისთვის ვაკანტური ადგილების რეგისტრაციის შესახებ. შესაბამისად, აღნიშნული დაწესებულება არ არის მითითებული გაზაფხულის სემესტრში გამოცხადებული მობილობის პროცესში ჩართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ჩამონათვალში.
რაც შეეხება იმ სტუდენტებს, რომელთაც ისარგებლეს მობილობით და სეუ-დან სხვა უნივერსიტეტში განაგრძეს სწავლა, მათი კომენტარები შემდეგია:
„რომ გითხრათ უნივერსიტეტი არ მომწონდა და ამის გამო გადავედი სხვა უნივერსიტეტში-მეთქი, არ იქნება მართალი, თუმცა, ამჟამად რომელ უნივერსიტეტშიც ვსწავლობ, ის აქეს ძალიან და მითხრეს, რომ პრაქტიკის კუთხით მეტი გასაქანი მექნებოდა და არ ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას“.
„მე მობილობით არ გადავსულვარ. სეუ-ში მაშინ დავიწყე სწავლა, როცა აკრედიტაცია არ ჰქონდა, თუმცა, იმ წელსვე მიიღო. მე არ შემეხო აკრედიტაციის მიღება და 3 წელი ვსწავლობდი არააკრედიტებულში. მერე ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩავაბარე, რის შედეგადაც სხვა უნივერსიტეტში ვაგრძელებ სწავლას“.
„საგანი დამრჩა, შემდეგ ამან სხვა საგანი დამიბლოკა, ერთი სიტყვით, ხელახლა გასავლელი საგნები დამიგროვდა, რაც თანხასთანაა დაკავშირებული. ამიტომაც სხვა უნივერსიტეტში გადავედი...“
„მე თავიდანვე თეატრალურ უნივერსიტეტში მინდოდა ჩაბარება, მაგრამ პირველზე ვერ მოვხვდი და შესაბამისად, მეორე რაც მეწერა, ანუ სეუ, იქ ჩავირიცხე. ჩემი გადაწყვეტილება, რომ მობილობით გადავსულიყავი განპირობებული იყო იმით, რომ თეატრალურში მინდოდა სწავლა, მობილობა მაძლევდა ამის შანსს და მეც გამოვიყენე. ალბათ, სეუ-ში არ იყო ისეთი აღმაფრთოვანებელი გარემო, რომ გადაეწონა ჩემი სურვილი, თუმცა, ხასგაზმით იმის თქმა, რომ სეუ-მ არ გამიმართლა იმედები და ამიტომ გადავედი, ვერ ვიტყვი. მე არ მინდოდა სეუ და არც ველოდი რამე განსაკუთრებულს. ალბათ, გაგიჩნდებათ კითხვა, მაშინ რატომ მეწერა მეორე სწორედ ეს უნივერსიტეტი?! - იმიტომ, რომ მეოთხე საგნად ვაბარებდი ლიტერატურას და ყველაზე ოპტიმალური სეუ აღმოჩნდა, რადგან სხვაგან უბრალოდ არ ბარდებოდა ლიტერატურა, ან თუ ბარდებოდა დიდი გადასახადი იყო, რასაც ვერ შევწვდებოდი“.