რამდენი საგნის წაკითხვის უფლება აქვს უნივერსიტეტის ლექტორს?!
03 მაისი, 2014
თამუნა სეუ-ს სტუდენტი იყო, თუმცა, მობილობის საშუალებით სხვა უნივერსიტეტში გადავიდა. როგორც თავად ამბობს, ამის მიზეზი ბევრი რამ იყო, ერთ-ერთი კი ის, რომ ერთი ლექტორი რამდენიმე საგანს უკითხავდა, რაც მისთვის გაუგებარია: “4 სხვადახვა საგანს ერთი ლექტორი მასწავლიდა, საგანსაც ხომ გაჩნია ან მასალას, 4 საგანზე ამ ლექტორს ერთი და იგივე კონსპექტები მოჰქონდა. მეც ჟურნალისტიკაზე ვსწავლობდი სეუ-ში და განსაკუთრებით ამ სპეციალობის ახალგაზრდებისთვისაა საჭირო სწორი და გამართული მეტყველება. ჩემს ზოგიერთ ლექტორს კი ან რბილი ლ-ს პრობლემა ჰქონდა ან აზრის გამოთქმისა და ჩამოყალიბების, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა, რომ მასწავლიდნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ძალიან მომწონდა. მე-2 კურსის ბოლოს მივხვდი, რომ საცდელი მაიმუნი არ ვიყავი და გადავწყვიტე, მობილობით გადავსულიყავი სხვა უნივერსიტეტში“.

როგორც თამუნა ამბობს, ერთი ლექტორის მიერ წაკითხული რამდენიმე საგანი გასაკვირი არ არის, იმ შემთხვევაში, თუ ლექტორი ყველა საგანს განსხვავებული მიდგომითა და მასალით ასწავლის: “საყურადღებოა, რამდენად კვალიფიციურები არიან. ერთ-ერთი ლექტორი ყოველ ლექციაზე აღნიშნავდა, რომ უცხოეთში სწავლობდა. საპროტესტო არაფერი მექნებოდა, ლექტორს, რომ სცოდნოდა ყველა საგანი და ჩემთვისაც მოეცა შესაბამისი ცოდნა“.

აღნიშნულ საკითხზე სეუ-ს ადმინისტრაცია კომენტარს არ აკეთებს. ჩვენთვის უცნობია, ერთი და იგივე ლექტორი რამდენიმე საგანს რატომ კითხულობს.

დავინტერესდით, შესაძლებელია თუ არა ერთი და იგივე ლექტორი რამდენიმე საგანს კითხულობდეს, საკითხში უკეთ გარკვევის მიზნით მივმართეთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალის, რომელიც შედგება პროფესორებისა და ასისტენტებისაგან, დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება წესდებით დადგენილი წესით. ამავე კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. ხოლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის #99/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადამიანური რესურსი დაკმაყოფილებულია, თუ დაწესებულების აკადემიური პერსონალის, მოწვეული პერსონალის, მკვლევართა და მასწავლებელთა კვალიფიკაცია შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.

ამდენად, დაწესებულების აკადემიური პერსონალის კვალიფიკაცია უნდა შეესაბამებოდეს დაკავებულ თანამდებობას, ხოლო მათი დატვირთვის ზღვრული ოდენობა განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით და მათთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის #65/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ მე-16 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სწავლის რესურსებით უზრუნველყოფის სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ კომპონენტის განმახორციელებელი პირი თავად ფლობს შეთავაზებული კომპონენტის სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელ კომპეტენციებს, რაც დგინდება: აკადემიური პერსონალის შემთხვევაში - ბოლო 10 წლის განმავლობაში შესრულებული სამეცნიერო ნაშრომით, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას, ხოლო მოწვეული პერსონალის ან მასწავლებლის შემთხვევაში - შეიძლება დადასტურდეს პრაქტიკული გამოცდილებით. ხოლო „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტისა და 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პირობები მოწმდება ყოველწლიურად ცენტრში თვითშეფასების ანგარიშის წარდგენით, ასევე ცენტრის ინიციატივით“.

ზემოხსნებულ საკითხზე კომენტარს აკეთებენ სეუ-ს სტუდენტები:

„არა, მე არ მასწავლის ერთი ლექტორი რამდენიმე საგანს!“

„ერთი ლექტორი, რაც მაგ უნივერსიტეტში ვსწავლობ, ყოველ წელს მასწავლის, რამდენად სწორია ეს, ვერ გეტყვით...“

„ჩემი აზრით, თუ კარგი ლექტოტორია, ერთს კი არა, რამდენი საგნის წაკითხვის უფლებაც აქვს, იმდენს უნდა გასწავლიდეს...“
სხვა სტატიები
ნანამ ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაევლო რამდენიმეთვიანი კურსი, სამედიცინო განხრით. მიუხედავად იმისა, რომ მან სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალოსაქმე შეისწავლა, საკუთარი პროფესიით სამსახურის მოძებნა გაუჭირდა. 3 წელი ფსიქიატრად მუშაობდა. იქიდან წამოსვლის შემდეგ, წლების განმავლობაში ცდილობდა საკუთარი პროფესიის გამოყენებას და დასაქმებას, მაგრამ უშედეგოდ. როგორც თავად ამბობს, დამსაქმებლები უხეშადაც კი იცილებდნენ თავიდან იმ მიზეზით, რომ მისი განათლებით, ექთნად მუშაობას ვერ დააწყებინებდნენ. ჩვენმა რესპონდენტმა განათლების სამინისტროსაც მიმართა კითხვით: სად შეეძლო მუშაობის დაწყება. სამინისტროს პასუხის თანახმად, ნანას შეეძლო ემუშავა როგორც ფარმაცევტის, ასევე უმცროსი ექიმის და ექთნის პოზიციაზე. აღმოჩნდა, რომ დამსაქმებლებს არც სამინისტროს პასუხი და არც ნანას დიპლომი არაფრად მიაჩნდათ.
სრულად
ქვეყანაში ყველაზე აქტუალური, დასაქმების, პრობლემის გადაჭრას, თავის მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც ცდილობს. ილიაუნიმ ბაკალავრიატის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა შესთავაზა, რომელიც მათ მშობლიური უნივერსიტეტის პიარის დეპარტამენტში პრაქტიკის გავლის საშუალებას აძლევს. პროექტში, რომელიც თებერვლიდან ივლისამდე გასტანს, 100 სტუდენტი მიიღებს მონაწილობას. მათგან 10 საუკეთესო კი ყოველთვიურად 200-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ამ დროის შემდეგ კი გამორჩეული სტაჟიორები ადგილზევე დასაქმდებიან. რაც შეეხება, შესარჩევ კონკურსს იგი 1 ეტაპად ჩატარდება. სტუდენტები აირჩევიან აპლიკაციის საფუძველზე, რომელიც სამოტივაციო წერილისა და ესეს დაწერასაც ითვალისწინებს. საბუთების მიღება 20 იანვრამდე გაგრძელდება.
სრულად






Carpet Cleaning Calgary