უმაღლეს სასწავლებლებსაც მივმართეთ და ყველა მათგანს ინდივიდუალური მიდგომა აქვს, ზოგიერთი სასწავლებელი კრედიტების მიხედვით ადგენს საფასურს, ზოგი მათგანი კი ყველა საგანს ერთსა და იმავე სტანდარტულ საფასურს ადებს, ისევე, როგორც საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, სადაც ერთი საგანი 300 ლარი ღირს.
სეუ-ში თუ საგანს იმავე წელს გაივლის სტუდენტი, 180 ლარი ღირს, ხოლო თუ შემდეგ წელს, მისი საფასური იმატებს. თუ გასავლელი საგანი რომელიმე სხვა საგნის (ან საგნების) წინაპირობაა, სტუდენტებს გაცილებით მეტის გადაუხდა მოუწევთ ისევე, როგორც ჩვენს რესპონდენტს: “საგნებიდან დამრჩა კალკულუსი, ალბათობა. ვაღიარებ, ეს მართლა არ უნდა დამრჩენოდა, მაგრამ მათემატიკა საერთოდ არ ვიცოდი, პირველ კურსზე, ყოველ შემთხვევაში. ერთი წლის განმავლობაში გადართული ვიყავი ჰუმანიტარულ საგნებზე. დამრჩა კიდევ ერთი საგანი, რომელშიც 49 ქულა მქონდა. ამ 49 ქულას არ ვაბრალებ ლექტორს, რაც ვისწავლე ეგ იყო და მეკუთვნოდა, მაგრამ ელემენტარული ადამიანური საკითხია, რომ მიდიხარ ლექტორთან და ეუბნები: ძალიან გთხოვთ, ორი ქულისთვის ნუ დამიტოვებთ საგანს. მერე, როგორც კი დასრულდა სემესტრი, იმედი მქონდა, რომ 2 ქულა არ გამიხდებოდა პრობლემა, მაგრამ შევცდი... ლექტორს ვკითხე 2 ქულა რატომ გახდა პრობლემური და ასეთი პასუხი გამცა, რატომ არ მთხოვე-ო?! ვთხოვე, ვესაუბრე, ავუხსენი, მაგრამ ხვეწნით ვერ შევეხვეწებოდი. საბოლოოდ, გამომივიდა რაოდენობა საგნების, რომლებიც ხელახლა გასავლელი მქონდა. მშვიდად ვიყავი, რადგან ვფიქრობდი, რომ მეორე კურსზე გავივლიდი ამ საგნებს. მეორე კურსზე სწავლა რომ დაიწყო მიხარია, აჟიტირებული ვარ, შევდივარ აუდიტორიაში და 20 წუთში სახეზე ფერი მეცვლება. სიტუაცია იყო ასეთი: ის საგნები, რაც დამრჩა, თურმე ყოფილა წინაპირობა სხვა საგნების. წარმოიდგინეთ, სემესტრში 5 საგანს გავდივარ და აქედან 3 მივარდება, ანუ გებლოკება და მხოლოდ 2 საგნის გავლა შეგიძლია. მეორე კურსზე პირველ სემესტრში დამებლოკა 3 საგანი, მეორე სემესტრში კი ამ სამმა საგანმა კიდევ 3 საგანი დამიბლოკა. საბოლოოდ, გამომივიდა 6 საგანი. შემდეგ დაიწყო ბუნტი და ისევ „ძალადობრივი გზით“ შევძელი მიმეღწია იმისთვის, რომ ორი სგანი მოგვიხსნეს, რისი წყალობითაც დღეს ხუთივე საგანს გავდივარ. ახლა დაბლოკილი საგნებიდან 4 მაქვს გასავლელი და კიდევ ის 49-ქულიანი საგანი. ჩემი აზრით, ამ დაბლოკილ საგნებთან დაკავშირებით უნდა შემოსულიყვნენ და აეხსნათ პირველკურსელებისთვის. თავიდანვე რომ მცოდნოდა, მსგავსი რამ დამემართებოდა, რაღაცას მოვიმოქმედებდი, ფულს ვისესხებდი, გადავიხდიდი და თავიდან გავივლიდი პირველი კურსის მეორე სემესტრში. ახლა კი დაახლოებით 1300-1500 ლარი მაქვს გადასახდელი. ველოდები, იქნებ ბედმა გამიღიმოს და მეოთხე კურსის დამთავრებადე როგორმე შევძლო და ყველა დარჩენილი საგანი გავიარო, მეხუთე კურსის დამატება ნამდვილად აღარ მინდა!“
ჩვენ დავინტერესდით, რატომ არ ხდება სტუდენტების ინფორმირება თავიდანვე დაბლოკილი საგნების შესახებ და რატომ არის საგნის ღირებულება 180 ლარი იმავე წელს, მომდევნო წელს კი გაცილებით მეტი?! მივმართეთ სეუ-ს ადმინისტრაციას, თუმცა, ისინი უარს აცხადებენ პასუხის გაცემაზე.
რაც შეეხება საგნის საფასურისა და სწავლის ხარისხის შეფარდებას, სეუ-ს სტუდენტებმა ასე გვიპასუხეს:
„რომ გითხრათ, რომ საფასური სრულიად შეესაბამება ხარისხს-მეთქი, ეს დამოკიდებულია უნივესიტეტსა და ლექტორზე. ჩემთან, მაგალითად, ალბათ, არც ისე... მე წელს ვამთავრებ და წინა სემესტრში პირველად დამრჩა საგანი. წელს რომ გავიარო 180 ლარი ღირს, და თუ შემდეგ წელს გავივლი - 300“.
„პირადად მე, არ მქონია მსგავსი პრობლემა. თანხა უნდა იყოს, ალბათ, დაწესებული, მაგრამ არც ამდენი. ძვირია, ძალიან ძვირია...“