19 ივნისს 15:30 საათზე გერმანიის პარლამენტის წევრი მარტინ პეცოლდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიოფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან წაიკითხავს მოხსენებას თემაზე - "ევროკავშირის მომავალი".
19 ივნისს 19:00 საათზე წიგნის სახლ "ლიგამუსში", ილიას უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბის შეხვედრის ფარგლებში თომას მანის რომანის შესახებ ფილოლოგი და ლიტერატურათმცოდნე ლევან ბერძენიშვილი ისაუბრებს.
18 ივნისს 18:00 საათზე პროექტი "Sapere Aude" ფარგლებში, წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" მოხსენებას გააკეთებს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ხელოვნების ინტერდისციპლინური პროგრამის დოქტორანტი ლია კუპრეიშვილი, თემა – "Mysterium Cosmographicum".