5 ივნისს 13:00 საათზე "საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა" ჩატარებული კვლევის მიხედვით გამოავლენს მთელი საქართველოს მასშტაბით "ყველაზე წარმატებულ ახალგაზრდა ლიდერს".
3 ივნისს 14:00 საათზე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ააიპ "ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოსა" და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის.
2 ივნისს 16:00 საათზე არასამთავრობო ორგანიზაციები "ეუფორიონი" და "საქართველოს რეფორმების ასოციაცია" (GRASS) აწყობენ პოლიტიკური კარიკატურების საერთაშორისო გამოფენას.
2 ივნისს 16:00 საათზე სტუ-ს მე-9 კორპუსში მე-2 სართულზე "Tempus"-ის საწარმოებსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ცენტრში ჩატარდება სემინარი: "პროექტების დაგეგმვის ინსტრუმენტები".