ანონსი
მურმან ჯინორიას მონოსპექტაკლი თსუ-ში - "ქარი მწყურია მე პირდაპირი"
06 მაისი, 2014
7 მაისს 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტისა და თსუ-ს კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება მურმან ჯინორიას მონოსპექტაკლი: "ქარი მწყურია მე პირდაპირი".
"მთიდან მოვყვები ბილიკებს"
06 მაისი, 2014
7 მაისს 17:00 საათზე საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ხევსურული პოეზიის საღამო "მთიდან მოვყვები ბილიკებს" გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა ხევსური პოეტები.
სამეცნიერო სემინარი თემაზე - საზოგადოების ტრანსფორმაცია სივრცესა და დროში
05 მაისი, 2014
6 მაისს 16:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება სამეცნიერო სემინარი თემაზე - "საზოგადოების ტრანსფორმაცია სივრცესა და დროში: ფინიკიური ქალაქ-სახელმწიფოდან პუნიკური კართაგენის იმპერიამდე".
ტრენინგი „პიარი ბიზნესში და კომპლექსური გაყიდვები“
04 მაისი, 2014
5 მაისს 16:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში სასწავლო ცენტრი "ემერიტუს ტრენინგი" გამართავს ტრენინგს თემაზე - "პიარი ბიზნესში და კომპლექსური გაყიდვები".
„საზოგადოებრივი დაფინანსების ინტერნეტ პლატფორმის“ პრეზენტაცია
04 მაისი, 2014
5 მაისს 15:00 საათზე "რეგიონული განვითარების ქსელი" და "ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაცია" წარმოგიდგენთ საზოგადოებრივი დაფინანსების ინტერნეტ პლატფორმას, როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის დაფინანსების მოძიების ალტერნატიულ საშუალებას.
შემეცნებითი კონკურსის "თაობა L" დაჯილდოების ცერემონია
04 მაისი, 2014
5 მაისს 15:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემეცნებითი კონკურსის "თაობა L" დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.






Carpet Cleaning Calgary