ანონსი
საჯარო ლექცია ბიო ნარკოტიკის შესახებ
02 მაისი, 2014
3 მაისს 13:00 საათზე არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" ორგანიზებით ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე "ბიო ნარკოტიკის (სინთეტიკური კანაბი) შესახებ" საჯარო ლექციას ჩაატარებს.
Art Weekend
02 მაისი, 2014
Art Weekend-ის ფარგლებში, მაისის ოთხი შაბათ-კვირის განმავლობაში ჩატარდება საინტერესო და შემეცნებითი ლექციები, რომლებსაც ქართველი საზოგადოებისთვის ცნობილი მოღვაწეები წაიკითხავენ.
„დანაშაულობის პრევენციის მექანიზმები განათლების სისტემაში“
28 აპრილი, 2014
29 აპრილს 15:00 საათზე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის ინსტიტუტი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემია, დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თინათინ წერეთლის სახელმწიფო და სამართლის ინსტიტუტის მონაწილეობით ატარებს მრგვალ მაგიდას: "დანაშაულობის პრევენციის მექანიზმები განათლების სისტემაში".
ამერიკელი ჯაზ- პიანისტი ილიაუნიში
28 აპრილი, 2014
29 აპრილს 13:00 საათზე ილიაუნის თეატრის ფოიეში ამავე უნივერსიტეტის მუსიკის მიმართულების სტუდენტებისთვის სემინარს ჩაატარებს ცნობილი ამერიკელი ჯაზ-პიანისტი ჯასთინ კოფლინი.
კომპანია Deloitte სტუმრად კავკასიის უნივერსიტეტში
28 აპრილი, 2014
29 აპრილს 19:00 საათზე კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს კომპანია Deloitte-ს თბილისის ოფისის წარმომადგენლები შეხვდებიან.
ლევან პირველის პოეზიის საღამო თსუ-ში
28 აპრილი, 2014
29 აპრილს 17:00 საათზე თსუ-ს პირველი კორპუსის 301 აუდიტორიაში გაიმართება ლევან პირველის პოეზიის საღამო. საღამო გაფორმდება მუსიკალურად. დასწრება თავისუფალია.






Carpet Cleaning Calgary