24 აპრილს 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტთა ყოველწლიური სამეცნიერო ფორუმი გაიმართება.
23 აპრილს 14:00 საათზე აგრარულ უნივერსიტეტში 113-ე აუდიტორიაში ჩატარდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის დავით ლორთქიფანიძის საჯარო ლექცია "უძველესი "Homo" ევროპაში".
23 აპრილს 20:00 საათზე ილიაუნის თეატრში თეატრალური ხელოვნების პროგრამის სტუდენტები და კურსდამთავრებულები უილიამ შექსპირის სონეტების მიხედვით შექმნილ პერფორმანსს ითამაშებენ.
17 აპრილს 11:00 საათზე სოციალურად დაუცველი სტუდენტების სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეროვნულ ბანკსა და საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარებისა და მხარდაჭერის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
15 აპრილს 20:00 საათზე "კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში" გაიმართება "თანამედროვე სპარსული დრამატურგიის" ტომში შესული ამირ დეჟაქამის ერთმოქმედებიანი დრამის – "დაუძახე - ბროწეულო, პურის თავთავო!" საჯარო კითხვა, მსახიობი - დიმიტრი ალავიძე.