15 აპრილს 17:00 საათზე "საქართველოს ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის" ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრა დოქტორთა კლუბის "PhD Club" პრეზიდენტ, ისტორიის დოქტორ, პროფესორ თორნიკე შურღულაიასთან.
15 აპრილს 14:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის ჩატარდება შეხვედრა თემაზე - "პატიმართა უფლებები: არსებული ტენდენციები და გამოწვევა".
15 აპრილს 18:00 საათზე დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში საჯარო ლექციას წაიკითხავს ალექსანდრე რონდელი. ლექციის თემაა "ირანი და კავკასია, მიმდინარე მოვლენები".
15 აპრილს 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ერთ-ერთი პროგრამის ახალგაზრდული პროექტის "ICC Youth Georgia" პრეზენტაცია გაიმართება.
14 აპრილს 14:00 საათზე XI კორპუსის 421-ე აუდიტორიაში გაიმართება ახალი სტუდენტური ორგანიზაციის ახალგაზრდა სტატისტიკოსთა კვლევითი ჯგუფის (YSRG) პრეზენტაცია.