ანონსი
შეხვედრა დავით ნარმანიასთან
31 მარტი, 2014
1 აპრილს 15:00 საათზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში (ოთახი № 305) გაიმართება საჯარო შეხვედრა თბილისის მერობის კანდიდატ დავით ნარმანიასთან.
ნინო პოპიაშვილის სამეცნიერო კვლევის პრეზენტაცია
31 მარტი, 2014
1 აპრილს 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი ნინო პოპიაშვილი გამართავს სამეცნიერო გამოკვლევის: "განმანათლებლობის ევროპული ჰორიზონტები" პრეზენტაციას.
"ჩემი საფრანგეთის" დასკვნითი ღონისძიება
30 მარტი, 2014
31 მარტს 12:00 საათზე კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური შემეცნებითი–შემოქმედებითი კონკურსის "ჩემი საფრანგეთი" დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.
დებატები რამაზ საყვარელიძესთან
30 მარტი, 2014
31 მარტს 17:00 საათზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში (ოთახი 305) სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ჟურნალისტიკის სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტები სასწავლო კურსის - "პოლემიკის ოსტატობა" ფარგლებში გამართავენ დებატებს სოციოლოგ რამაზ საყვარელიძესთან თემაზე - "ახალი მსოფლიო წესრიგი და საქართველოს უსაფრთხოება".
„კარს მიღმა“ - პრეზენტაცია ლიგამუსში
30 მარტი, 2014
31 მარტს 18:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სემიოტიკის კვლევითი ცენტრი გიწვევთ ფენტეზის ჟანრის თანამედროვე ქართული პოეზიის კრებულის "კარს მიღმა" პრეზენტაციაზე.
საპროტესტო აქცია კანცელარიასთან
28 მარტი, 2014
29 მარტს 17:00 საათზე კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გაიმართება ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის წინააღმდეგ, რომელიც ოჯახის რაობას განსაზღვრავს.






Carpet Cleaning Calgary