ანონსი
ქართულ-ოსური ურთიერთობები და ახალგაზრდების ჩართულობა
16 მარტი, 2014
17 მარტს 16:00 საათზე თსუ-ში აჩვენებენ დოკუმენტურ ფილმს "ომის ნაკვალევი", რომლის შემდეგ გაიმართება დისკუსია თემაზე - " ქართულ-ოსური ურთიერთობები და ახალგაზრდების ჩართულობა სამშვიდობო პროცესებში".
„ქუჩის მუსიკოსები“
16 მარტი, 2014
17 მარტს 18:00 საათზე თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით თსუ-ს I კორპუსის შიდა ეზოში (ამინდის გაუარესების შემთხვევაში 214-ე აუდიტორიაში) ჩატარდება საღამო სახელწოდებით "ქუჩის მუსიკოსები".
აქცია-კონცერტი STOP RUSSIA!
15 მარტი, 2014
15 მარტს 19:00 საათზე პარლამენტის ყოფილი შენობის წინ რუსული აგრესიის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი იმართება.
ბექა სვირავას პერსონალური გამოფენა
15 მარტი, 2014
15 მარტს 17:00 საათზე საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში პროექტის "აღმოაჩინე ახალი მხატვარი" ფარგლებში, ახალგაზრდა მხატვრის ბექა სვირავას პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
სტუდენტების აქცია-კონცერტი
15 მარტი, 2014
15 მარტს 15:30 საათზე სტუდენტები მართავენ აქცია-კონცერტს ბუნებრივი რესურსების მაქსიმალური ათვისების სახელმწიფო პოლიტიკის წინააღმდეგ.
პარტნიორთა შეხვედრა: კომუნიკაციისა და თანამშრომლობის განვითარება
14 მარტი, 2014
14 მარტს 15:00 საათზე საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება პარტნიორთა შეხვედრა: კომუნიკაციისა და თანამშრომლობის განვითარება.






Carpet Cleaning Calgary