14 მარტს 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, თსუ-ს ახალგაზრდა მეცნიერთა და დოქტორანტთა ასოციაციის ორგანიზებით, "ვეფხისტყაოსნის" თანამედროვე საგამომცემლო პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.
14 მარტს 16:00 საათზე კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისათვის, სადაც აბიტურიენტებს საშუალება მიეცემათ, მოისმინონ პასუხები მათთვის აქტუალურ საკითხებზე.
13 მარტს 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გამომცემლობების: "ქართული აკადემიური წიგნის" და "აღმოსავლური კლუბის" ორგანიზებით, გაიმართება ნანა ფურცელაძის წიგნის "არაბი პოეტები" პრეზენტაცია.
10 მარტს 15:00 საათზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში (ოთახი 305) გაიმართება საჯარო შეხვედრა საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში პაატა ზაქარეიშვილთან.
10 მარტს 16:00 საათზე სტუდენტური ორგანიზაცია "ოიკოს თბილისი" მდგრადი ეკონომიკისა და და მენეჯმენტის განვითარებისთვის თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გამართავს საინფორმაციო შეხვედრას სტუდენტებთან.