ანონსი
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია და სტუდენტური პროექტის პრეზენტაცია
10 მარტი, 2014
10 მარტს 13:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია "წიგნიერების მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში" გაიმართება.
კონკურსის "ფოტოამბები" დაჯილდოება
10 მარტი, 2014
10 მარტს 17:00 საათზე წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" გაიმართება სემიოტიკის კვლევითი ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსის "ფოტოამბები: ჩვენი ქალაქის ფლორა და ფაუნა" გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი და 15 საუკეთესო ნამუშევრის გამოფენა.
კონფერენცია „ახალგაზრდების როლი ევროპისკენ მიმავალ გზაზე“
10 მარტი, 2014
10 მარტს 17:00 საათზე პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება კონფერენცია თემაზე "ახალგაზრდების როლი ევროპისკენ მიმავალ გზაზე".
საჯარო ლექცია „როგორ გვესმის პოლიტიკაში კომპრომისების ხელოვნება“
06 მარტი, 2014
6 მარტს 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი იაროსლავ ბრათკიევიჩი და ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი იგნასიო იბანიეს რუბიო გამართავენ საჯარო ლექციას თემაზე "როგორ გვესმის პოლიტიკაში კომპრომისების ხელოვნება".
"სიპი" კავკასიის უნივერსიტეტში ლექციას გამართავს
05 მარტი, 2014
5 მარტს 16:00 საათზე არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა" ("სიპი") კავკასიის უნივერსიტეტში პროფესორ მზია მიქელაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ლექციას გამართავს.
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას შორის
05 მარტი, 2014
5 მარტს 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.






Carpet Cleaning Calgary