20 თებერვალს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში ტარდება ინგა ბატატუნაშვილისა და სოსო ქუმსიაშვილის მასშტაბური ფერწერული ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით - ,,განცდა".
20 თებერვალს 15:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება სემინარი - "საქართველოს გაწევრიანება ენერგეტიკულ გაერთიანებაში, შესაძლებლობა და გამოწვევა".
19 თებერვალს 20:00 საათზე "კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში" გაიმართება გერმანელი დრამატურგისა და პროზაიკოსის დეა ლოერის პიესის "ცხოვრება რუზველტის მოედანზე" კითხვა, რეჟისორი – იოსებ ბაკურაძე, მთარგმნელი – ანა კორძაია-სამადაშვილი.
19 თებერვალს 13:00 საათზე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტზე მომუშავე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართება.
15 თებერვალს 15:00 საათზე ილია ჭავჭავაძის სახელობის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში გაიმართება ნინო ნადირაძის ახალი პოეტური კრებულის "ჩემო ცვილის ქვეყანავ" პრეზენტაცია.