14-15 თებერვალს 11:00-დან 19:00 საათამდე გამოფენების ცენტრი ექსპო-ჯორჯია გეპატიჟებათ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე – უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-4 საერთაშორისო გამოფენა.
14 თებერვალს 12:00 საათზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის 2014 წლის პირველი საგრანტო კონკურსი გამოცხადდება.
13 თებერვალს 18:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ნამუშევრების "სესილიას ამბავისა" (ეკატერინე ებიტაშვილი) და "ორნის" (სანდრო სულაძე, ლევან შუბაშვილი) ჩვენება გაიმართება.
12 თებერვალს 18:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" გაიმართება გია ჯოხაძის წიგნის ,,ტ. ს. ელიოტის ,,ბერწი მიწა", ჰერმენევტული ინტერპრეტაციები" პრეზენტაცია.