ანონსი
თამარ სანიკიძე დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება
05 თებერვალი, 2014
5 თებერვალს 15:00 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, დონორების საკოორდინაციო შეხვედრის ფორმატში, საქართველოში არსებულ საერთაშორისო, დიპლომატიური და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.
პოეზიის საღამო სამების საკათედრო ტაძარში
05 თებერვალი, 2014
5 თებერვალს 19:00 საათზე საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება ახალგაზრდა პოეტების: თამარ ლომთაძის, თეიმურაზ ქორიძისა და ნიკუშა კოპალიანის პოეზიის საღამო.
პროექტ "გეორგიკას" პრეზენტაცია
05 თებერვალი, 2014
5 თებერვალს 12:00 საათზე თსუ-ს პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში გაიმართება პროექტ "Georgica"-ს პრეზენტაცია.
შეხვედრა გიორგი ვაშაძესთან
04 თებერვალი, 2014
4 თებერვალს 18 საათზე "ლიდერთა კლუბი" გიწვევთ საჯარო ლექციაზე "გლობალიზაცია-საქართველოს ადგილი გლობალურ რუკაზე". ლექციას წაიკითხავს გიორგი ვაშაძე.
კონსტანტინე წერეთლის ხსოვნის საღამო თსუ-ში
04 თებერვალი, 2014
4 თებერვალს 17 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ებრაისტიკის კათედრის დამაარსებლის, აკადემიკოს კონსტანტინე წერეთლის ხსოვნის საღამო გაიმართება.
საქართველოს ჩემპიონატი საჯარო გამოსვლებში
04 თებერვალი, 2014
4 თებერვალს 17 საათზე ,,ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგის" ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტის 519 აუდიტორიაში ორგანიზაციები Nx & Speak Up საზოგადოებას გააცნობენ პროექტს საქართველოს ჩემპიონატი საჯარო გამოსვლებში.






Carpet Cleaning Calgary