29 იანვარს 11:00 საათზე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის ფარგლებში, პროფესიული სასწავლებლების სამკერვალო სექტორისათვის შექმნილი სახელმძღვანელოების გადაცემის ცერემონიალი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი მიიღებენ.