27 იანვარს 17:00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა პოლიტიკოსთა არასამთავრობო ორგანიზაცია მისი მეგობარი ორგანიზაციების თანხლებით მართავს უკარინელი ხალხის მხარდასაჭერ აქციას უკრაინის საელჩოსთან.
27 იანვარს 13:00 საათზე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი გიწვევთ შერატონ მეტეხი პალასში "2013 წლის მოწვევის" შემაჯამებელ ღონისძიებაზე, რომელსაც დაესწრებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი და სამოქალაქო სექტორი.
24 იანვარს 18:00 საათზე დავითიანნთან არსებული ლიტერატურული კლუბ "დალკში" გაიმართება დამწყები პოეტების პოეზიის საღამო, სადაც მონაწილეობას მიიღებენ: სოფო დოლიძე, გურამ შურღაია, ლაშა აბსანიძე, გიორგი ვარდანია.
24 იანვარს პარასკევს 15 საათიდან 19 საათამდე არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობა" და "საქართველოს ახალგაზრდების განვითარების და განათლების ასოციაცია" გთავაზობთ უფასოდ ჩაიტაროთ კონსულტირება და ტესტირება აივ- ინფექცია/შიდსზე "იდენტობას" ოფისში.