ანონსი
კონფერენცია თემაზე - „უმცირესობათა ჯგუფების მდგომარეობა საქართველოში 2013 წელს“
20 იანვარი, 2014
"იდენტობა" 20 იანვარს 11 საათზე "ევროპის სახლში" კონფერენციას გამართავს სახელწოდებით "უმცირესობათა ჯგუფების მდგომარეობა საქართველოში 2013 წელს".
დავიკავოთ ვაკის პარკი
19 იანვარი, 2014
კვირას 14:00 პარტიზანული მებაღობა თბილისში ყველა დაინტერესებულ პირს ეპატიჟება ვაკის პარკში აქციაზე – "დავიკავოთ ვაკის პარკი!"
„დავითიანნის“ ორგანიზებით შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 5000 სანთელი აინთება და ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართება
06 იანვარი, 2014
6 იანვარს 16:00 საათზე სამების ახალგაზრდულ ცენტრთან ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნის" ორგანიზებით შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 5000 სანთელი აინთება და "დავითიანნის" ინიციატივით გადაღებული ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართება.
გია დვალისა და ზაალ კოკაიას ერთობლივი საჯარო ლექცია
25 დეკემბერი, 2013
25 დეკემბერს 15:00 საათზე დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში ერთობლივ საჯარო ლექციას წაიკითხავენ თავისუფალი უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესორი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი თეორიულ ფიზიკაში გია დვალი და ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) პროფესორი ექსპერიმენტულ სამედიცინო კვლევაში და ამავე უნივერსიტეტის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორი ზაალ კოკაია.
სალომე სულაბერიძის წიგნების პრეზენტაცია
24 დეკემბერი, 2013
24 დეკემბერს 19:00 საათზე რესტორაცია "დივანში" გაიმართება სალომე სულაბერიძის ორი წიგნის პრეზენტაცია - ლექსების კრებული "ღვთიურკალმური" (რედაქტორი ლელა კოდალაშვილი) და პოემა "კართაგეენია" (რედაქტორი გიორგი ლობჟანიძე).
წინასაახალწლო საღამო
24 დეკემბერი, 2013
24 დეკემბერს 18:00 საათზე თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტი წარმოგიდგენთ წინასაახალწლო ღონისძიებას.






Carpet Cleaning Calgary