16 დეკემბერს 14:00 სთ-ზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო შეხვედრა კინორეჟისორ, საქართველოს სახალხო არტისტ, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატ მერაბ კოკოჩაშვილთან.
13 დეკემბერს 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის 2013 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.
10 დეკემბერს 13 საათზე "იდენტობაში" გაიმართება ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც ხუთი საუკეთესო ესეს ავტორი წაიკითხავს თავიანთ ნაშრომს და სპეციალურად მიწვეული ჟიური გამოავლენს გამარჯვებულს.
9 დეკემბერს 16:00 საათზე ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი და თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა წარმოგიდგენთ საჯარო ლექციას "ძალადობის ფსიქოლოგიური, იურიდიული და გენდერული ასპექტები".
9 დეკემბერს 18 საათზე "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში მანანა შურღაია ანტიმონოპოლიურ რეგულირებაზე ლექციას წაიკითხავს.