16-19 ივლისს კინოექსპერტი გაბრიელე ბრუნენმეიერი კინოპროექტების მომზადების, წარდგენის/პიტჩინგის შესახებ ოთხდღიან ინტენსიურ ვორკშოპსა და ერთ საჯარო ლექციას ჩაატარებს.
მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აუდიტორია ჯი 308.
16 ივლისს, 13.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვახტანგისეული "ვეფხისტყაოსნის" გამოცემიდან 300 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
16 ივლისს, 16 საათზე, ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების სხდომათა დარბაზში შუქია აფრიდონიძე წაიკითხავს ლექციას "მსოფლიოს ქვეყნებისა და ხალხების სახელები ქართულად".
15 ივლისს, 18 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ კონსტანტინე სურგულაძესთან შეხვედრა გაიმართება.
15 ივლისს, 19 საათზე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროში გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე - "პოლიტიკური მეხსიერების ლაბირინთები: სამართლიანობის აღდგენა თუ პოლიტიკური ანგარიშსწორება?"
15 ივლისს, 18 საათზე, სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის ოფისში გაიმართება დისუკუსია თემაზე - "ქალაქგანვითრების პრობლემები - ვინ და ვისთვის ქმნის ურბანულ სივრცეს?"