ანონსი
"დოქტრინა"-ს სალექციო კურსის დასკვნითი ლექცია
14 ივლისი, 2013
15 ივლისს, 18 საათზე, ჩატარდება "დავითიანნთან" არსებული ახალგაზრდა მეცნიერთა და ანალიტიკოსთა დარბაზი ,,დოქტრინა"-ს სალექციო კურსის დასკვნითი ლექცია თემაზე - პირველადი დახმარება.
ფილმის ჩვენება
23 ივნისი, 2013
24 ივნისს, 17 საათზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფილმის "ბუზების მბრძანებელი" ჩვენება გაიმართება.
კონფერენცია
23 ივნისი, 2013
24-26 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შედარებითი ლიტერატურის მე-4 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
კლაუდიო ვანიონის პროექტი
20 ივნისი, 2013
21 ივნისს, 18 საათზე, სამხატვრო აკადემიაში გაიმართება კლაუდიო ვანიონის პროექტის დასკვნითი გამოფენა, ფილმისა და კატალოგის პრეზენტაცია. 

კლაუდიო ვანიონი - რომის ხელოვნების აკადემიის დიზაინის პროფესორი და ხელოვნების პოპულარული უნივერსიტეტის პრეზიდენტია.
ფესტივალი "ერთი ცის ქვეშ"
20 ივნისი, 2013
21 ივნისს, 17 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიხსნება ფესტივალი "ერთი ცის ქვეშ", რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თბილისის, რუსთავის, ასევე, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების: თეთრიწყარო, მარნეული, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, მარნეულის სახელოვნებო სკოლების მოსწავლეები.
"იდენტობის" ოფისში გამოფენა გაიხსნება
20 ივნისი, 2013
21 ივნისს, 16 საათზე ," იდენტობის" ოფისში გამოფენა გაიხსნება. წარმოდგენილი იქნება "იდენტობის" ატიური წევრების ნამუშევრები, რომელთა დიდი ნაწილი საგანგებოდ გამოფენისთვის შეიქმნა.






Carpet Cleaning Calgary