16 ივნისი, 2013
17 ივნისს, 17 საათზე, ინდიანას უნივერსიტეტის რობერტ მაკინის სამართლის სკოლის პროფესორის, ჯორჯ ედვარდსის საჯარო ლექცია ილიას სახელმწიფფო უნივერსიტეტში გაიმართება.
პრეზენტაციის მიზანია ქართველი სტუდენტებისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებში იურიდიული განათლების ხელშეწყობა.
მის: ჭავჭავაძის 32, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი A კორპუსი, A101-ე აუდიტორია
15 ივნისი, 2013
15 ივნისს, 16 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა უმაღლესი განათლების კანონში ცვლილებების შესახებ.
მისამართი: ჭავჭავაძის 32, A101-ე აუდიტორია
15 ივნისი, 2013
15 ივნისს, 13 საათზე, თსუ-ს ბიბლიოთეკასთან არსებული კინოკლუბი მართავს თინათინ გურჩიანის დოკუმენტური ფილმის "მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს" პრეზენტაციას.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
13 ივნისი, 2013
14 ივნისს, 10 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში "დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის" 70 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციას გიორგი მარგველაშვილი დაესწრება.
მის: უზნაძის 52
13 ივნისი, 2013
14 ივნისს, 19 საათზე, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე - "ტოლერანტობის იდეალი".
მის: კალისტრატე ცინცაძის ქუჩა 6/7
13 ივნისი, 2013
14 ივნისს, 11 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაიწყება სტუდენტების აქცია. ახალგაზრდები უმაღლესი განათლების კანონში ცვლილებების გასაპროტესტებლად გეგმავენ შეკრებას.