13 ივნისი, 2013
14 ივნისს, 15.00 საათზე, ზოოპარკში გაიმართება ილიაუნის პოეზიის ჯგუფის სტუდენტების პერფორმანსი. აღნიშნული აქცია პოეზიის თემას მიეძღვნება.
13 ივნისი, 2013
14 ივნისს, 19 საათზე, ტექნიკურ უნივერსიტეტში ანსამბლ "ქალგულოს" კონცერტი გაიმართება. შეასრულებენ როგორც ხალხურ, ისე ქალაქურ და საავტორო სიმღერებს.
12 ივნისი, 2013
13 ივნისს, 17 საათსა და 15 წუთზე, თავისუფალ უნივერსიტეტში სამხრეთ კორეის საღამო გაიმართება. პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდიან სამხრეთ კორეის ისტორიაზე, ეკონომიკაზე, ტრადიციულ სამოსსა და სამზრეულოზე.
მის: შ.ნუცუბიძის ფერდობი I მ/რ
12 ივნისი, 2013
13 ივნისიდან 17 ივნისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებული კინორეჟისორი თინათინ გურჩიანი ჩაატარებს ვორკშოპს სახელწოდებით "სიმართლე და ავთენტურობა დოკუმენტურ კინოში".
12 ივნისი, 2013
13 ივნისს, 15 საათზე, ალმა მატერში გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე - "არასრულწლოვანთა დანაშაულობის კვლევები".
მის: ჯანო ბაგრატიონის ქუჩა 6, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზი.
12 ივნისი, 2013
13 ივნისს, 10 საათზე, ლონდონის კინგს კოლეჯის პროფესორ/კონსულტანტი კლინიკურ ფსიქოლოგიაში ქეთევან ჭანტურია ახალგაზრდებისთვის სემინარს ჩაატარებს.
მის: გ.წერეთლის 2, G 106-ე აუდიტორია (ყოფილი ენციკლოპედიის შენობა)