30 სექტემბერს 19:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ტრადიციული მუსიკის ანსამბლის "თსუ გორდელას" ალბომის პრეზენტაცია გაიმართება.
30 სექტემბერს 16:30 საათზე ნიუტონის თავისუფალ სკოლაში კონფუცის ინსტიტუტის სათაო ოფისის ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართება ღონისძიება "ჩინეთი და ჩინური ენა".
27 სექტემბერს 11:00 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ენების ევროპული დღის აღსანიშნავი ღონისძიებების გახსნის ცერემონიას დაესწრება.
27 სექტემბერს 13:00 საათზე კავკასიის უნივერსიტეტში (პროფესორ მზია მიქელაძის სახელობის აუდიტორია) სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება გამართავს პრესკონფერენციას და ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრებს.