31 იანვარს 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანული ფილოლოგიის მიმართულების აკადემიური პერსონალისთვის და ენების ცენტრის მასწავლებლებისთვის გაიმართება სემინარი ქვეყანათმცოდნეობაში.
სემინარზე მსმენელებს მიეწოდებათ ინფორმაცია თანამედროვე გერმანული შრომითი ბაზრის შესახებ, განიხილება ტექსტური, რადიო- და ტელემასალები და მათზე დაყრდნობით გაიმართება დისკუსია.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ პირველი კორპუსი, 101-ე აუდიტორია