14 თებერვალს 12:00 საათზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის 2014 წლის პირველი საგრანტო კონკურსი გამოცხადდება.
საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაციას დაინტერესებულ საზოგადოებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი გააცნობენ.
მისამართი: ჩოლოყაშვილის #9