ნინო ჭიჭინაძის გამოფენა „ვანდაში“
21 თებერვალი, 2014
21 თებერვალს 19:00 საათზე გალერეა "ვანდაში" თურქეთში მოღვაწე ახალგაზრდა მხატვრის ნინო ჭიჭინაძის გამოფენა გაიხსნება.


მხატვრისთვის ეს პირველი პერსონალური გამოფენაა, სადაც ზეთში შესრულებული 30–მდე ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. დეკორატიული სახის ნამუშევრები, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეიქმნა, საქართველოში პირველად გამოიფინება.
მისამართი: ჭონქაძის ქ. #14







Carpet Cleaning Calgary