25 თებერვალს 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენა "თსუ 1921 წლის თებერვალ-მარტში" გაიხსნება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება უნიკალური ფოტო-, ვიდეო- და ფონო დოკუმენტური მასალა, რომელიც რუსული წითელი არმიის წინააღმდეგ ქართველი იუნკრებისა და უნივერსიტეტელთა ბრძოლას ასახავს.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზი